თორნიკე ძნელაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია. თორნიკე ასევე წარმატებით აგრძელებს გზას უნივერსიტეტისკენ. მან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დააგროვა _ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა აიღო, ხოლო ინგლისურში მაქსიმალური 70 ქულაიდან 65-ის აღება შეძლო.
“გურია ნიუსი” ულოცავს თორნიკეს, მის მშობლიურ სკოლას და გულშემატკივრებს ამ წარმატებას და კვლავაც უამრავ გამარჯვებას უსურვებს.