ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 672 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 60 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა გააკეთა.
„4 672 პაციენტიდან 60 კრიტიკულია, აქედან 59 პაციენტი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება. მათგან ცხრა ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.