60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მოხდა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
როგორც სოფლის წარმომადგენელმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, გარდაცვლილი მამაკაცი უსინათლო იყო.
“ვინ მოკლა და როგორ მოხდა, ათასნაირი ვერსია ვრცელდება. ეს კაცი კი ნამდვილად უსინათლო იყო”, – თქვა სოფლის წარმომადგენელმა.
შსს-ში დაკავების ფაქტის შესახებ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.