_ ამ უბანზე 4 ამომრჩეველს ხმა უკვე დაფიქსირებული დახვდა. ერთ-ერთი ამომრჩეველი ალექსანდრე ტარიელაძე ამბობს, რომ სიაში თავისი სახელის გასწვრივ ხელმოწერა უკვე გაკეთებული იყო: “უბანზე რომ მივედი, ხელმოწერა უკვე გაკეთებული იყო და ხმა მიცემული. მინდოდა, დამეფიქსირებინა ჩემი არჩევანი, მაგრამ უბნიდან მომაბრუნეს უკან,” _ ამბობს ტარიელაძე.
“უბანზე შემოვიდა ამომრჩეველი, რომლის ხმაც უკვე დაფიქსირები იყო. ჩვენ არ შეგვიძლია დავადგინოთ პასპორტის სინამდვილე. მოვიდა ამომრჩეველი და ჩვენ გავატარეთ. სხვა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის,” _ ამბობს ბათუმის #23 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ფუტკარაძე.
ამ უბანზე კიდევ 3 მსგავსი შემთხვევა მოხდა _ კახა სურმანიძემ, ზაზა მუკბანიანმა და ლაშა ბოლქვაძემ ვერ შეძლეს არჩევნის გაკეთება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შესაბამისი საჩივარი დაწერა და უბნის ბათილობა მოითხოვა.































































