მიზეზი ერთ-ერთი ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის უბნის ტერიტორიიდან გარეთ გატანა გახდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით ეს ხელისუფლების მიერ ე.წ. "კარუსელების" ჩატარების მცდელობა იყო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კოალიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს. ამ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება მოყვა, რის გამოც ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეფერხდა.
ადგილზე ბათუმის #79 ოლქის ხელმძღვანელის კახა ჯაიანი და ოლქის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე მივიდნენ, რის შემდეგაც კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებითი ბარათი და საარჩევნო პროცესი განახლდა.
ადამიანი, რომელმაც ბიულეტენი საარჩევნო უბნის გარეთ გაიტანა, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე მიმდებარე ტერიტორიიდან თვალს მოეფარა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ე.წ. აფხაზეთის დასახლებაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უნიფორმითა და უნიფორმის გარეშე ადევნებდნენ საარჩევნო პროცესს თვალყურს.




































































