ანანიძე 29 აგვისტოს, ქალაქის ყოფილი მერის რობერტ ჩხაიძის თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით წასვლის შემდეგ შეუდგა მერის მოვალეობის შესრულებას. რობერტ ჩხაიძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოში იყრიდა კენჭს.
ჯემალ ანანიძეს გორის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომის ორგანიზებისა და ნომინირების სპეციალობით აქვს დამთავრებული. შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.
შემდეგ, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პროგნოზირებისა და ანალიზის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2007-2010 წლებში კი მერიის საფინანსო სამსახურში მუშაობდა.
2010 წლის ივლისიდან კი მერის მოადგილედ დაინიშნა.






























































