კოდუას განცხადებით, ის ირაკლი ალასანიას მეგობარია და როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნა, იზიარებს იმ პრინციპებს, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკისგან გამიჯნული, რაც ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, მის შემთხვევაში დარღვევა ხდებოდა.
სამაგიეროდ, სულ არ იზიარებს მის პრინციპებს მისი ძმა, ერეკლე კოდუა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, „ნაცმოძრაობის“ სადარაჯოზე იდგა.
თბილისში, 28 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებას მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურების შეფები ადევნებდნენ თვალს.
ჩვენმა ფოტოობიექტივმა საპატრულო პოლიციის შეფი გიორგი გრიგალაშვილი და ერეკლე კოდუა დააფიქსირა.
რომელ აქციაზე გააკეთებს არჩევანს კოდუების ბიზნესმენი დედა, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ,რომ სხვა საქმეებთან ერთად, მისი სახელი ,”ქართუ ბანკის” გაკოტრების მცდელობას უკავშირდება _ ერეკლე კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ, რომელიც ბანკის მსხვილი კრედიტორი იყო, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და ბანკს 23 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.
თუმცა, გაკოტრებულმა ღაჭავამ მოგვიანებით ბიზნესსაქმიანობა განაახლა, ოღონდ სხვა კომპანიის სახელით.
































































