“გურია ნიუსი” ამ წუთებში დაუკავშირდა კახა ჟორჟოლიანს, რომელიც ახლა ხობიდან ზუგდიდში მიემგზავრება.
“როგორც მომისაჯეს, ისე უცბად გადაწყვიტეს ჩემი გათავისუფლება, მე ვფიქრობ, რომ სამართალმა გაიმარჯვა. გამოვიდა, რომ მე მართალი ვყოფილვარ და გამამართლეს. ამ დღეებში, მთელი საქართველოს მაშტაბით, ვისაც ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა მისჯილი, თითქმის ნახევარზე მეტი გამოუშვეს.
მე არ ვიცი, ჩემი საქმე რომელმა მოსამართლემ განიხილია, პირდაპირ საპყრობილედან გამოვედი. მითხრეს, მოსამართლემ დარეკა და გათავისუფლებული ხარო” – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა „გურია ნიუსთან“.