აღსანიშნავია, რომ მანამდე კანონში “საჯარო სამსახურის შესახებ” მსგავსი მოთხოვნები არ არსებობდა. დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ:
“სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინი¬სტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა, მოეთხოვება შემდეგი სამართ¬ლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
ე) საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
ვ) “სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა მოეთხოვებათ ადმინისტრაციული, რეგიონალური განვითარების, საფინანსო-სამეურნეო, სოფლის მეურნეობის განვითარების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებსაც.
სავარაუდოდ, ხელისუფლებაში მოსულ კოალიცია ქართულ ოცნებას ბევრი საკანონმდებლო ბარიერი დახვდება კანონების სახით, რომლებსაც სწორედ ამ დღეებში იღებს ვანო მერაბიშვილის მთავრობა.