ახალაიების კორტეჟმა სამინისტრო სამი საათის შემდეგ დატოვა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მე-9 სართულზე შედგა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, როლანდ ახალაიას თან ახლდა რამდენიმე მაღალჩინოსანი.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ახალაიები მუდმივ შეხვედრებს მართავენ თავდაცვის სამინისტროში _ დაბურულმინებიანი ჯიპები დროდადრო ჩნდებიან და ტოვებენ სამინისტროს ეზოს.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ მეორე დღეა ახალაიების კორტეჟში, დაახლოებით, 200 ათას დოლარად ღირებული ბენტლი და ახალი იაგუარი გამოჩნდა.
როლანდ ახალაია სამინისტროში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადამოწმებას ოფიციალურ პირებთან ცდილობს.