_ ჩვენ აქციის მონაწილეები ვფიქრობთ, რომ სამართლიანად ჩატარებული არჩევნები საკმარისი არ არის ქვეყანაში სამართლიანობის განცდის დასამკვიდრებლად. სანამ დაუსჯელი დადის 10 თვის ბარბარეს მკვლელი, სანამ გამოძიებული არ არის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, სანამ ჯერ კიდევ პოლიტიკური პატიმრები გვყავს ქვეყანაში, სანამ გვანცა ყუფარაძე პრობაციონერია, სანამ წითელი ოპოზიცია ყვავებივით დაგვჩხავის მოსალოდნელ საშიშროებებზე, სანამ ჯერ კიდევ თითს უქნევენ საჯარო სამსახურებში თანამშრომლებს წაგებული არჩევნების გამო, მანამ არჩევნებში გამარჯვების ზეიმი და დროშების ფრიალი ჩვენ ვფიქრობთ ნაადრევია.
დღევანდელი აქციის მოთხოვნა კი კონკრეტულია: მოხდეს სამართლიანი გამოძიება, დაიკითხოს ეჭვმიტანილები, რომლებსაც ასახელებენ ოჯახის წევრები, შეწყდეს ძალადობა ქვეყანაში. – გვითხრა „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ ქეთევან ხიდაშელმა, რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო ოზურგეთში.




























































