https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მომღერალი 26 მაისის დარბევას “მივიწყებულ” ფაქტებად მიიჩნევს

3:10; 8.10.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ღია წერილი გაზეთ “გურიაnews”- ის რედაქციას

თქვენი გაზეთის ვებ-გვერდზე დაიდო მასალა, 29 სექტემბერს ჩოხატაურში გამართული კონცერტის შესახებ. 4 ოქტომბერს კი გაშუქდა პრესაშიც. ეს სტატია სათაურით _ “გურული ბიჭების” ნაციონალების მხარდასაჭერი კონცერტი აქციების სასტიკი დარბევის ფონზე” _ არის უზნეობის კლასიკური ფორმა, ჟურნალისტის პასქვილი. სწორედ ამიტომაც არ მიუთითა სტატიის ავტორმა ვინაობა, მაგრამ ყველასათვის გასაგებია და ისედაც ნათლად სჩანს, რომ ის ძველი ხელისუფლებიდან ნალოლიავები და ახალ ხელისუფლებასთან მოკეკლუცე ადამიანია.

ანსაბლ “გურული ბიჭები”-ს წევრებს მთელი რაიონი იცნობს. მათი კაცობა, გურულობა, მუსიკისადმი სიყვარული სამაგალითოა არა მარტო ჩოხატაურელთათვის… ამ ბიჭებმა 7 თვე ყინვაში, სიცივეში, დარში თუ ავდარში, უხელფასოდ შექმნეს ის, რაც საქართველოს არცერთ რეგიონს არ აქვს. ჩოხატაურის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს. ანსაბლი სწრაფად აღწევდა წარმატებებს. ის აღიარეს რესპუბლიკის მასშტაბით “არტ-გენი 2012” წლის აღმოჩენად, მუსიკაში ახალი სტილის და ახალი ხელწერის შეტანისათვის, რაც რამოდენიმე ქართულმა და უცხოურმა ტელეარხმა გააშუქა. ანსაბლმა ფონოგრამების სამყაროდან გამოიყვანა გურული მსმენელი, შესთავაზა სიახლე და კიდე უფრო გრანდიოზული პროექტით აპირებდა მასთან შეხვედრას. და უცებ რა… 28 სექტემბერს, საღამოს, ჩემთვის მოულოდნელად, ქუთაისში მყოფს, კულტურის ცენტრმა მაცნობა ანა კალანდაძისა და ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებული კონცერტის ჩატარების აუცილებლობაზე, რადგანაც მოსაწვევები საზოგადოებაში უკვე დარიგებული ჰქონდათ. ჟურნალისტის საქილიკოთ ქცეული, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაფანტული, ანსაბლის წევრების შეხვედრა მოხდა ფაქტიურად პირდაპირ სცენაზე. კონცერტის მსვლელობის დროს არ ყოფილა არანაირი პოლიტიკური მოწოდება. გულწრფელად გვიხაროდა, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ორივე პოლიტიკური ძალა. იყო წინა პირობა იმისა, რომ თუნდაც იმ ერთ საღამოს, “გურული ბიჭები”-ს კონცერტს გაეერთიანებინა ორად გახლეჩილი ჩოხატაურელი საზოგადეობა. მოვლენების შემდგომი განვითარებით შოკირებული ვართ პირადად მე და მთელი ანსაბლი. როგორც შემდეგ აგვიხსნეს, პოლიტიკური ფონის დაძაბვის გამო, მხარეებმა ურთიერთქიშპობის ნიადაგზე სხვადასხვა ხერხს მიმართეს. ერთ-ერთი შენობის კედელზე გაშვებულ იქნა მიტინგების დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები. თავისივე შექმნილი, “არაორდინალური ფაქტის” მომსწრე, პოლიტიკურად აქტიური ჟურნალისტი აშკარად არღვევს “გურიაnews”-ის ჟურნალისტთა ეთიკური კოდქსის თითქმის ყველ პუნქტს. მე კარგად მესმის ჟურნალისტიკის როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის საქმეში, მაგრამ ისიც ნათელია, რომ რადიკალურ ცვლილებებს და რევოლუციებს ხალხი ახდენს და არა უნიჭოდ დადგმული შანტაჟი და პროვოკაცია. რადგანაც კონცერტის პარალელურად გაშვებული, წლების წინ მომხდარი, მიტინგების დარბევის ამსახველი კადრები გახსენებულ იქნა იმ საღამოს. ბოლო პერიოდში ქვეყანაში არაერთი საზეიმო კონცერტი და ღონისძიება ჩატარებულა, მაგრამ არა ამ “მივიწყებულ” ფაქტების ფონზე. დაგეგმილი პროვოკაცია ჩემს მიერ შემჩნეულ იქნა ახალ დაწყებული კონცერტის მსველობისას. რის შემდეგაც ნაადერევად შევწყვიტეთ გამოსვლა. ამისთვის ჩვენს გულშემატკივარს ვუხდით ბოდიშს. სტატიაში მოყვანილი ცინიკური დამოკიდებულება ანსაბლის წევრების მიმართ სცილდება ყოველგვარ ეთიკის ნორმებს. როგორც ჩანს, ჩრდილში მოქცეული პოლიტიკოსების შემდეგ სკანდალური თემები მოძველდა და ყურადღების ცენტრში ძალად შექმნილი და უნიჭოდ თავს მოხვეული შანტაჟით “გურული ბიჭები” მოექცა. დასაძრახია ის გარემოება რომ პოლიტიკური ძალა (ორივე) თავისი მიზნების განსახორციელებლად ხელოვნებას პოლიტიზირებულს ხდის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ,რომ ეს იყო ერთი სკანდალური ჟურნალისტის ავანტიურა და ამ ფაქტს უფრო დიდ პოლიტიკურ თამაშთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს. ხელისუფლება იცვლება, ზოგი ადრე და ზოგი გვიან. მუსიკა კი მარადიულია.

…. და მაინც, დასანანია, თუმცა საინტერესო, რატომ გაწირეს ახლადფეხადგმული “გურული ბიჭები” ორივე მხარემ. ერთმა წასვლისას, მეორემ მოსვლისას.

გოჩა გათაშვილი, 5.10.2012 წელი.

რედაქციისგან: ანსამბლ “გურული ბიჭების” ხელმძღვანელი ამ ღია წერილში თავს უფლებას აძლევს, შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტს, იმსჯელოს არა საკუთარ საქციელზე, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სწორედაც ხელისუფლებასთან კეკლუცობის მაგალითია, არამედ, “ეთიკაზე”, “უზნეობის კლასიკურ ფორმასა” და ჟურნალისტის “პასქვილზე”, “სკანდალური ჟურნალისტის ავანტიურაზე”… მიუხედავად იმისა, რომ გათაშვილი საჯარო მოხელეა და წერა-კითხვის ცოდნასთან ერთად, დათმენის ხარისხი მაღალი უნდა ჰქონდეს, ჩვეულებისამებრ, როგორც “ნაციონალური ხელისუფლების” საჯარო მოხელეებს ჩვევიათ, შეტევაზე გადმოდის, არ აკონტროლებს და მარტივად ისვრის სიტყვებს _ “შანტაჟი”, “პროვოკაცია” “უზნეობა”. საგულისხმოა, რომ იგი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს, ტრაგიკულ და სისხლიან მოვლენებს, როცა სწორედ ნაციონალურმა ხელისუფლებამ უმოწყალოდ დაარბია საკუთარი ხალხი, რასაც რამდენიმე ადამიანის სიკვიდილიც მოჰყვა, “მივიწყებულ” ფაქტებს უწოდებს. ამგვარი ფაქტები მედროვეებისთვის მართლაც “ძველდება” და თავის დროზეც, ჯამაგირს გამოდევნებულთათვის, თუნდაც სიტყვიერი პროტესტის გამოხატვის ღირსად არ ითვლება, თუმცა, გათაშვილის მიერ “მივიწყებულად” მიჩნეული ფაქტები არასდროს დაავიწყდებათ მოკლული და შემდეგ მაღაზიის სახურავზე შეგდებული ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ოჯახებს, იმ დღეს სასტიკად ნაცემ ხალხს, თუნდაც, “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს, რომლებმაც თავად იწვნიეს “ნაციონალური” “დუბინკის” სიმწარე და რომელთაც გათაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებასთან მოკეკლუცედ მიიჩნევს! გათაშვილი ამითაც არ კმაყოფილდება და “უზნეობას” უწოდებს იმ ჟურნალისტების საქციელს, რომლებიც პირდაპირ და უშიშრად დაუპირისპირდნენ ხელისუფლების მიერ 26 მაისს და სხვა დროს ჩადენილ არაერთ მართლაც რომ უზნეობებს, იმ ხელისუფლებისას, რომლის ზეობის დასარულის წინა დღეს თავად გათაშვილი სიმღერებს უძღვნიდა.

შეგახსენებთ გათაშვილის ქცევის საპირისპირო მაგალითს: 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების შემდგომ, საზეიმო კონცერტიდან, პირდაპირ სააკაშვილის თვალწინ, სუხიშვილების ანსამბლის რამდენიმე სოლისტმა პროტესტი გამოხატა და ისინი პოლიციის ძალით, ხელგადაგრეხილები გაიყვანეს ქვეყნის მთავარი მოედნიდან! აი, ესაა ზნეობის მაგალითი და როცა მთელი საქართველო შეძრწუნებულია თანამემამულეების წამების კადრებით, როცა ზედიზედ უქმდება პრემიერები თეატრებში, პროტესტს გამოთქვამენ მუსიკოსები, დირიჟორები, გათაშვილის არგუმენტი, რომ “ხელისუფლებას მოსაწვევები ჰქონდა დარიგებული”, უსუსური და მართლაც არაეთიკურია!

ღირსეულ ან უღირს გადაწყვეტილებას მოცემულ მომენტში, პიროვნება თავად იღებს, მაგრამ “გაღმა შეედავეს” პრინციპი, თანაც ამ ფორმით, შეურაცხყოფით, სხვათა შორის, საჯარო მოხელის მხრიდან, დასჯადია!

გათაშვილს არც ის ეთაკილება, რომ “კეკლუცობა” ახლაც განაგრძოს _ დარბევის კადრების ფონზე ყელმოღერებული სიმღერა, თურმე, ორად გახლეჩილი ჩოხატაურელი საზოგადოების გამთლიანებას ისახავდა მიზნად! ეს მაშინ, როცა არც კონცერტზე და არც კონცერტის შემდგომ, არც მას და არც ანსამბლის არც ერთ წევრს არ გამოუხატავს თავისი ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტის მიერ ჩაწერილ ინტერვიუებში. დრო იცვლება და გათაშვილი ახალ ხელისუფლებასაც ხომ არ აწყენინებს?! ამიტომ, “იტოვებს იმედს”, რომ “ეს იყო ერთი სკანდალური ჟურნალისტის ავანტიურა და ამ ფაქტს უფრო დიდ პოლიტიკურ თამაშთან არავითარი კავშირი არ აქვს”.

ახლა რაც შეეხება “უხელფასობას” და “7 თვე ყინვაში, სიცივეში, დარსა თუ ავდარში, უხელფასოდ შექმნილ” იმაზე, “რაც საქართველოს არც ერთ რეგიონს არ აქვს” _ გოჩა გათაშვილი გამგეობის კულტურის სამსახურში 2011 წლის 14 ნოემბრიდან მუშაობს და მისი თვიური ხელფასი 420 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, გათაშვილს, კულტურის ცენტრიდან, როგორც ანსამბლ “გურული ბიჭების” ხელმძღვანელს, 280 ლარი ეძლევა ყოველთვიურად. ანსამბლის ერთ-ერთ წევრს, თემურ ჩხიკვაძეს, ყოველთვიურად 200 ლარს უხდიან. ამდენივე აქვს ანსამბლის მეორე წევრს _ ნოდარ ცინცაძეს. ანსამბლის დანარჩენი წევრები, “გურული ბიჭების” პარალელურად, სხვა ანსამბლებშიც მღერიან და შესაბამისი ანაზღაურება სხვა ანსამბლებიდან აქვთ.

ამ ჯგუფის ინსტრუმენტების შეძენა, ჩოხატაურის ბიუჯეტს 4 930 ლარი დაუჯდა, ხოლო 29 სექტემბრის კონცერტისთვის მხოლოდ სცენის მოწყობა _ 1 222 ლარი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ “გურული ბიჭების” კონცერტის დაწყებამდე სულ ხუთი წუთით ადრე, ახალ სკვერში ოზურგეთიდან ჩამოყვანილი ნაციონალები და დამხვედრი ჩოხატაურელები “რამაზი, რამაზის” იძახდნენ და ფლეშმობიც კი გამართეს რამაზ ნიკოლაიშვილის და მანანა ჯინჭარაძის მხარდასაჭერად. ამ ფაქტების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ნახვა “გურია ნიუსის” არქივში შეგიძლიათ. “ნაციონალურ” აგიტაციაში და ცეკვა-სიმღერაში გართულ ხელისუფლებას იმ სკვერის გახსნაც კი დაავიწყდა, რომელზეც გათაშვილი თავის საპასუხო წერილში საუბრობს! დღემდე გადაუხდელია ანა კალანდაძის სკვერში განთავსებული ბიუსტის ღირებულება _ 3 000 ლარი.

მანამდე, 1 სექტემბრისთვის, როცა ანსამბლმა “ქართული ხმები” ღია ცის ქვეშ კონცერტი დაგეგმეს, უარი უთხრეს, რადგან, თურმე, სწორედ იმ დღეს “გურულ ბიჭებს” უნდა გაემართათ კონცერტი…

აი, ესაა “ხელოვნების პოლიტიზება”, ბატონო გოჩა, რომლის მონაწილეც, სამწუხაროდ, “გურული ბიჭები” აღმოჩნდნენ და ახლა, ყველაფერ ამის გადაბრალებას, სხვაზე ცდილობთ ასე არაეთიკურად; და ბოლოს, რაც უფრო მეტ სიყვარულს, პატივისცემას, აღფრთოვანებას და აპლოდისმენტებს იმსახურებს ხელოვანის ნიჭი, მით უფრო მეტად მოელის საზოგადოება მისგან ღირსეულ, დახვეწილ, თავისუფლებისმოყვარე საქციელს! სწორედ ამიტომ იყო და მომავალშიც იქნება “გურული ბიჭების” არა მხოლოდ კარგი სიმღერა, არამედ სანიმუშო მოქალაქეობრივი პოზიცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25 დეკემბერი, 2025

საარჩევნო დღე გურიაში

ლევან ბეჟაშვილს ფულადი ჯარიმა ელოდება

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო