_ ის, რაც მოხდა, იყო უსამართლობა. ამ ყველაფრის უკან კი რამაზ ნიკოლაიშვილი იდგა. მას სურდა, რომ ტელევიზიის ოფიციალური მფლობელი გამხდარიყო, რაც ვერ მოახერხა. მას ტელევიზიის მფლობელებისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, _ განაცხადა ზურაბ გობრონიძემ. მისი თქმით, ზაზა სიორიძესთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან 2011 წლის 25 ნოემბერს საუბარი შედგა, მაგრამ „გურია“ ყოფილ მინისტრს არც დაუთმეს და არც მიჰყიდეს.
_ ამის შემდეგ ყველამ კარგად იცით, რაც მოხდა. 5 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ჩვენ წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა და ახალ მფლობელად სხვა გამოაცხადა. ახლა კი, არჩევნების შემდეგ, ზაზა სიორიძესთან და რამაზ ნიკოლაიშვილთან შედგა საუბარი და „გურია“ თავის მფლობელს დაუბრუნდა. შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერებშიც, – განაცხადა ზურაბ გობრონიძემ.