არდაგანის პროვინციის ფოცხოვის რაიონის ერთერთ სოფელში სპეციალისტები დაზვერვით სამუშაოებს 2 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ.
პირველადი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გეოლოგები აცხადებენ, რომ ქვანახშირის საბადოები საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა იყოს, რადგანაც მარაგის განთავსების არეალი სახელმწიფო საზღვრის ორთავე მხარესაა. ამ ეტაპზე, უცნობია წიაღისეული მარაგის ზუსტი რაოდენობა, თუმცა, წინასწარი ვარაუდით, ნიადაგში ორი საუკუნის მარაგია.