ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით თავად რამაზ ნიკოლაიშვილს, რომელმაც თავდაპირველად გვთხოვა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ვიცე გუბერნატორს ლელა თავართქილაძეს, რომელმაც ინფორმაცია რამაზ ნიკოლაიშვილის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ კატეგორიულად უარყო.
_ ქალბატონო ლელა, თქვენ, როგორც რამაზ ნიკოლაიშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობარი, ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის გურიის გუბერნატორად უნდა დაინიშნოს?
_დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება, არ ვადასტურებ, გვითხრა თავართქილაძემ.