ერიკ რუბინთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრობის კანდიდატები ალექსი პეტრიაშვილი, კოტე სურგულაძე, თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, დავით ზალკალიანი, ლევან იზორია და ირაკლი მამფორია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობის მომავალ კაბინეტს და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა პროფესიონალი და კვალიფიციური კადრებით კომპლექტდება. ერიკ რუბინმა ისაუბრა ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივ პარტნიორობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს სამხედრო პარტნიორობის გაძლიერებასა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. ირაკლი ალასანიამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ბოლომდე შეასრულებს სამხედრო სფეროში აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ავღანეთის მიმართულებით. მხარეებმა შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის საკითხიც განიხილეს. ერიკ რუბინის განცხადებით არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ხელს შეუწყობს და გააღრმავებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე ნატოსთან დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ მთავრობას და მის წევრებს.