_ პირველი ოქტომბრის შემდეგ, პოლიტიკას განსაზღვრავს კოალიცია „ქართული ოცნება“. ცხრა წლის განმავლობაში ვითხოვდით მერების პირდაპირ არჩევას თვითმმართველ ქალაქებში და როდესაც ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“იყო, ა გვეწინააღმდეგებოდნენ. ახლა, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებებს არსებითი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს.
ამდენი წლის განმავლობაში, ეს ინსტიტუტი სააკაშვილმა აქცია თვითმმართველობის, მერების საწინააღმდეგო ინსტრუმეტად, ახლა მისი საუბრები იმაზე, რომ მერები და გუბერნატორები არჩევითი უნდა იყოს, აქტუალური არ არის. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის დაგვიანებით ინიციატივებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, _ გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.