გოგორიშვილის თქმით, ის ნაცნობებს ესალმება და ჩვენ ხელს ვუშლით ამ პროცესში. რაც შეეხება ვერულაშვილს, ღიმილით გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ გააკეთებს.
კომენტარი არ გაგვიკეთა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ, მაგრამ შეგვპირდა, სხდომის დასრულების შემდეგ დავილაპარაკოთო. “გურია ნიუსი” დაინტერესდა, იმყოფებიან, თუ არა მისი შვილები, ბაჩო და დათა ახალაიები საქართველოში, რაზეც ახალაიამ პასუხი არ გაგვცა.
“გურია ნიუსთან” კომენტარი დავით ბაქრაძემ გააკეთა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.