_ მოკლედ ვიტყვი, ჩვენ ვიქნებით საპარლამენტო ოპოზიცია. განწყობილი ვართ იმისთვის, რომ ვიმუშავოთ, როგორც ოპოზიციამ. ჩვენი ამოცანაა, დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია ყველა იმ საკითხში, რომელსაც ჩვენ ჩავთვლით სასარგებლოდ ქვეყნისათვის და ხალხისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ უმრავლესობასთან და ნამდვილად არასდროს შეგვრცხვება ერთ პოზიციაზე დგომა ყველგან, რაც სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ამავე დროს, არსებობს ძირეული განსხვავებები და ველოდები ოთხი წლის განმავლობაში ბევრ დებატს, მწვავე პოლიტიკურ გამოსვლებს და ეს ყველაფერი არის ის, რისთვისაც არსებობს პარლამენტი. _ გვითხრა დავით ბაქრაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved