_ ბატონო როლანდ, დღეს დილით შეგვპირდით, რომ ინტერვიუს მოგვიანებით მოგვცემდით, რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან.
_ მე ხომ გურიიდან არ ვარ დეპუტატი? თქვენ დეპუტატს დაუსვით კითხვები.
_ ჩვენი დეპუტატები უკვე ჩავწერეთ. თქვენგან გვაინტერესებს, დატოვა თუ არა ბაჩო და დათა ახალაიებმა საქართველო?
_ თქვენი რაიონის დეპუტატი არ ვარ.
_ მაშინ, იქნებ შეაფასოთ დღევანდელი სხდომა, უმრავლესობიდან ვინმე მიეცით ხმა?
_ სხდომა კარგად ჩატარდა. მე, როგორც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს, ხმა არავისთვის მიმიცია. საინტერესო სხდომები გველოდება.
_ რატომ არ გვეუბნებით დატოვა თუ არა საქართველო თქვენმა შვილებმა?
_ ისინი საჯარო მოხელეები არ არიან და აქედან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებ.
_ მაშინ ის გვითხარით, რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები სამეგრელოში? _ ამ კითხვაზე როლანდ ახალაიას საერთოდ არ უპასუხია და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა.