აქციის მონაწილეებს ტრასპარანტებიც უხვად ჰქონდათ. ერთ-ერთი ქუთაისელი ასეთი პლაკატით იწონებდა თავს: ” ბატონო ბიძინა! მოგვაშორე მღრნელები!” თან, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების პარლამენტიდან გამოსვლის დროს, ამ სიტყვებს ხმამაღლა გაიძახოდა, რაზეც გიგი წერეთელისგან ასეთი პასუხი მიიღო: _ გეთახმებით, არ არის პარლამენტში მღრღნელების ადგილი.
ქუთაისელმა აქციის მონაწილემ სასწრაფოდ მიაგება:
_ჰოდა, დაგვანებეთ თავი და წადით, ბატონო გიგი!




























































