მათთვის, ეტყობა, რთული პოზიციაა და ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, ჩასაფრებულის პოზიციიდან აბსურდულად გვაკრიტიკებენ, როდესაც მთელი რიგი კრიტიკის საფუძველი ჩვენ გვაქვს მათ მიმართ. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის და ნახა, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა რვა წლის განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფუძვლოა მათი ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მისამართით. რაც შევპირდით ამომრჩევლებს და რაც იყო საარჩევნო პროგრამაში გაცხადებული, ახალი მთავრობა ამას ყველაფერს უზრუნველყოფს სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ოთხის წლის განმავლობაში, ყველა იმ პრობლემას გადავჭრით, რაც ჩვენ დავსახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მანანა კობახიძემ,
მანანა კობახიძის თქმით, დღეს ნდობას გამოუცხადებენ ახალ მინისტრთა კაბინეტს და ისინი დღესვე შეუდგებიან მუშაობას.
_ არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და დასაკარგი დრო არ გვაქვს. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მინისტრთან კაბინეტის დამტკიცებაში მონაწილეობას უმცირესობა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ დღეს, საქართველოს ახალი მინისტრები და პრემიერ-მინისტრი ეყოლება, _ გვითხრა მანანა კობახიძემ.