“ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა და რაც ადამიანს შეეძლო წარმოედგინა. რაც შეეხება ბრალდებებს, რომ “ქართული ოცნება” ვინმეს ემუქრება, როგორც ხიდაშელმა განაცხადა, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში მარტო ხელისუფლება კი არ შეიცვალა, არამედ შეიცვალა ლექსიკონიც და დღის წესრიგიც. “შეიცვალა ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, შეიცვალა ტერმინოლოგია, რომლითაც თქვენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდით და ის აღარ არსებობს.
მაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ დათა და ბაჩო ახალაიებს მოუწევთ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. ახლა, აქ არის, როლანდ ახალაია, რომელიც დათა და ბაჩო ახალაიების მამაა. როდესაც ზეწოლაზეა საუბარი, არ არის გამორიცხული, ამ განცხადების შემდეგ უმცირესობამ ესეც ზეწოლად მიიღონ, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის ამ გამოსვლას როლანდ ახალაია ირონიულად შეხვდა და ტაში შემოკრა _ იგი ამ დრომდე ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელის გამოსვლაზე კომენტარს არ აკეთებს.