https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

    ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პოლიციამ ახალგაზრდებს, პოლიტიკური ორიენტაციის გამო, ჯიბეში ნარკოტიკები ჩაუდო”

8:10; 26.10.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც თვითმხილველები “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავენ, დაკავებულებს პოლიციამ ნარკოტიკები კორპუსის მცხოვრებლების თვალწინ ჩაუდო ჯიბეებში. დაკავებული გოჩა გუჯაბიძის მამა კი ამბობს, რომ მისი შვილი უკანონოდ დაიჭირეს, რის მიზეზადაც გოჩას პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებს.

ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის #125-ში მცხოვრები ი. ბოლქვაძე “გურია ნიუსს” დეტალურად უყვება დაკავებულების აყვანის ფაქტის შესახებ:

_ იმ დღეს, გოჩასთვის წამლები უნდა მიმეცა, ჩემთან იყო. ეზოში საშინელი ყვირილი გაისმა _ პირველად შემოვარდა ერთი მანქანა, რომელშიც იჯდა სამხარეო სამმართველოს უფროსი ორი თანმხლები პირით, რომელთაც პოლიციის ფორმა არ ეცვათ. ბიჭები იყვნენ ავტოფარეხში, გოჩა, ჩემი შვილი და ივანე გობრონიძე, რომელიც გოჩასთან ერთად აიყვანეს. დაეტაკნენ მათ. ამასობაში მეორე მანქანაც მოვარდა და ხელები შეუბოჭეს, წააქციეს, წიხლებით შედგნენ. გობრონიძე ყვიროდა, მიშველეთ, ჯიბეში რაღაცას მიდებენო. ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, განწირული კიოდა, მომეხმარეთ მეზობლებოო და ვერაფერს ვერ ვშველოდით _ პოლიციელებმა წრე შეკრეს და ავტომატებით თავზე დაადგნენ. მთელი ბინის მცხოვრებლები გარეთ გამოვცვივდით. ბიჭები ჯიბიდან ხელებს არ იღებდნენ, თან ყვიროდნენ, მოგვეხმარეთო. ვხედავდით, როგორ უტენიდნენ ჯიბეში ნარკოტიკს და ვერაფერს ვშველოდით. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხის წინაშე ჩაუდეს ნარკოტიკი ბავშვებს! ჯერ დაეკარგათ პოლიციელებს ეს ნარკოტიკი და დაიწყეს ჩხუბი, ეძებეს, აგინეს ერთმანეთს, მერე იპოვეს. რა სანახაობა იყო, ვერ აგიწერთ. ვეკამათეთ პოლიციის უფროსს. ის გვეუბნებოდა, აბა, არ უნდა დავიჭიროთ დამნაშავეო?!

_ თუ უნდოდათ, ამ ბიჭების აყვანა ხმაურის გარეშეც შეიძლებოდა. მაინცდამაინც ამდენი ხალხის თვალწინ, არაადამიანურად, 200 კაცის თვალწინ ჩაუდო ნარკოტიკი ბიჭებს, გაგიგიათ? პოლიციამ სწორედ ახალგაზრდების პოლიტიკური ორიენტაციის გამო გააკეთა ეს, _ ამბობენ თვითმხილველები.

2011 წლის 2 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოზე, მოსამართლის ლევან ნუცუბიძის მიერ გამოტანილი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ:

“გოჩა გუჯაბიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

გოჩა გუჯაბიძემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე დაუდგენელი პირისგან, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად სპორტული შარვლის ჯიბეში, 2011 წლის 19 მაისამდე პერიოდში. 19 მაისს, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ. ოზურგეთში, კოსტავას ქ. #125 მდებარე საცხოვრებელი ბინის უკანა ეზოში ჩატარებული გოჩა გუჯაბიძის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა ფხვნილი, წონით 0, 065 გრამი კუსტარულად დამზადებული “ჰეროინი”.

სასამართლო პროცესებზე, გოჩა გუჯაბიძის წინააღმდეგ ოთხი მოწმე _ შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გენადი კიშინსკი, ირაკლი გორდელაძე, კახაბერ ქავჟარაძე და გურამ სალუქვაძე აძლევდნენ ჩვენებებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გოჩა გუჯაბიძის სპორტული შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება”.

ბრალდებულმა გოჩა გუჯაბიძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და აღნიშნა: მე დამნაშავე არ ვარ, არ მქონია არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ნარკოტიკები ჩემი არ იყო.

აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამატებით სასჯელის სახით, ფულადი ჯარიმა _ 3 000 ლარი დააკისრა.

გოჩა გუჯაბიძის მამა, ვარდენ გუჯაბიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია და ახალ მთავრობას ამ საქმის ხელახლა გამოძიებას და სიმართლის დადგენას სთხოვს. მისი განცხადებით, ოჯახზე ზეწოლა წლებია მიდის, იმის გამო, რომ ის ყოველთვის ოპოზიციაშია და პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა.

ეს ამბავი 2011 წლის მაისში დაიწყო: _6 წელია, ივანიშვილთან ორგანიზაცია “ატუში” ვმუშაობ. 18 მაისი იყო, მაშინ ტარდებოდა სახალხო კრების აქციები. მე რამდენიმე ადამიანთან ვთქვი, რომ აქციაზე უნდა წავიდე თბილისში, წავიყვან ჩემს მეგობრებს და შევაკვდებით ამ უსამართლო მთავრობას,-მეთქი. ორი ადამიანი, ვისთანაც ეგ ვთქვი, კარგად მახსოვს, ვინც იყო, მესამე _ არა.

მეორე დღეს, 19 მაისს, ოზურგეთში, ზვანის უბანში, ხუთსართულიან ბინებში, ჩემს ახლობელთან გამოვუშვი ჩემი შვილი წამლისთვის. დააგვიანდა მოსვლა. რამდენიმე საათში, ღამით, მირეკავს გამომძიებელი, გოჩა ჩვენთან არის, პოლიციაშია დაკავებულიო.

პოლიციას ჩაუტარებია სპეცოპერაცია ზვანში, სადაც გოჩასთან ერთად, აუყვანიათ გობრონიძე. დაყარეს ეს ბიჭები მიწაზე, შემდეგ შეყარეს გარაჟში. ეს ყველაფერი, გარეთ, მოსახლეობის თვალწინ ხდებოდა. ბიჭები ყვიროდნენ, თურმე, გვიშველეთ, ჯიბეში რაღაცას გვიტენიანო. დაკავებულებს ნარკოტიკი ჩაუდეს.

სანამ ჩემი შვილი აქ, ოზურგეთში ჰყავდათ, სამი დღის განმავლობაში არც უჭამია რამე და არც დაულევია, რაიმე არ ჩამიყარონო. ისიც მითხრეს, პოლიციიდან გამოვიდა ეგ ამბავი, თითქოს, თუ გოჩა არ დაემორჩილებოდა, მეც დამაპატიმრებდნენ. ალბათ, მეც ჩამიდებდნენ ნარკოტიკს.

ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ მე აქციაზე მივდიოდი. შვილი პოლიტიკური მოტივით დამიპატიმრეს, მაგრამ პოლიციას არ უნდა, რომ ეს აღიაროს, არ სურთ, გაახმაურონ. ჩემი შვილი არც სიგარეტს ეწეოდა და არც სვამდა. თან, არც საპროცესო შეთანხმება მოხდა. შემდეგ დამიბარა სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა გიგა ჯაფარიძემ და მკითხა, რას იტყვით თქვენს შვილზეო. მე ვუთხარი, სიგარეტს არ ეწევა, სასმელს არ სვამს, ნარკოტიკს არ მოიხმარს, ყველა მარხვას იცავს, ეკლესიურია, საიდან აღმოაჩნდა ნარკოტიკი სისხლში,-მეთქი? შემომთავაზა, მოგვეხმაროს შენი შვილი ერთ საქმეში _ აქ უცხოელები გაძარცვეს, მოპარეს კომპიუტერები, დანაშაული ვერ გავხსენით და დაგვეხმაროს ქურდების პოვნაში. მას ეცოდინება ამ ფაქტის შესახებ, ამხანაგებში გაიგებს. ჩვენ დავიჭირეთ ქურდობაში ეჭვმიტანილი, მაგრამ ეს საქმე მისი გაკეთებული არააო. მე ვუთხარი, მომეცით საშუალება, ჩემს შვილს გავესაუბრო,-მეთქი, ამაზე, რა თქმა უნდა, არ დამთანხმდა.

ამის შემდეგ პროკურორთან მქონდა შეხვედრები, საუბრები, ჯერ ოთხწლიან პატიმრობაზე და საპროცესო გარიგებაზე იყო საუბარი. ჩატარდა ზუსტად 10 სასამართლო პროცესი, მეათე სასამართლო პროცესზე გამოუტანეს განაჩენი _ მიესაჯა 8-წლიანი პატიმრობა.

ჯაფარიძე ელაპარაკა ჩემს ერთ-ერთ ახლობელს, რომ რამდენი ხანია, ვუთვლით გოჩა ჯაფარიძეს, მოსულიყო ჩვენთან და ეთანამშრომლა, მაგრამ ვერ დავითანხმეთ, სიახლოვეს ვერ გავიკარეთ. მივაგზავნე კაცი, რომლისგანაც წამალი უნდა ეყიდა მას, მაგრამ მიხვდა და გალახა ის კაციო.

თურმე ეს კაცი, ჩემს შვილთან სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა გიგა ჯაფარიძემ მიაგზავნა, მისი სიძე ყოფილა. იგი ჩემი შვილი წამალს მიყიდდა და მაშინვე დაიჭერდნენ. ესეც არ გამოუვიდათ. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ გიგა ჯაფარიძის და და სიძე, ორთავე წამლით ვაჭრობდნენ. მაგ საქმეს გადააყოლეს მაშინ ჯაფარიძე, ოზურგეთი რომ დაატოვებინეს. მე ეს ყველაფერი პოლიციელებმა მითხრეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას არ დავასახელებ.

მე-11 სასამართლო პროცესი ქუთაისში ჩატარდა, რომელზეც გამოიტანეს განაჩენი, რომ ძალაში რჩება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაო. მინდოდა სტრასბურგში გამესაჩივრებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა ამ ახალი მთავრობის იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და ჩემი უდანაშაულო შვილის საქმეს თავიდან გამოიძიებენ.

ჩემს მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ, ძალიან შემავიწროვეს. საერთოდ, ყველა არჩევნებზე კომისიის წევრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ახლაც უნდა ვყოფილიყავი. გურიანთაში, ავთო მკურნალიძის დედის დასაფლავებაზე მივედი. იქ შემეკითხნენ, როგორ ხარო და უცებ, მესმის რეპლიკები ჩემი მისამართით _ როგორ იქნება, არც ერთ აქციას არ ტოვებს და “ქართულ ოცნებაშია” მათი კოორდინატორია, რა უჭირს მაგის შვილს ციხეშიო. გავიხედე და ერთ-ერთი მკურნალიძე, ავთო მკურნალიძის ძმისშვილი, დაკავებული გაგა მკურნალიძის ბიძაშვილი, კარლო მკურნალიძე შემრჩა, რომელიც ოზურგეთში კუდ-ში მუშაობს. არ შემეპუა და მეუბნება: ჩვენ ყველაფერი დაფიქსირებული გვაქვს, რამდენჯერ მიდი მანქანით, სად იყავი და რას აკეთებდიო. გავიფიქრე, ციხეში რამე არ “გაუჩალიჩონ” ჩემს შვილს ჩემს გამო,-მეთქი. მივედი ჩემი სოფლის რწმუნებულთან და ვუთხარი, ვტოვებ კომისიის წევრობას, არც პარტიაში მივალ და ხელმძღვანელობას გადაეცი, ჩასაფრებული რომ მიღებენ სურათებს, რცხვენოდეთ,-მეთქი. კი, გადავცემო, _ მითხრა.

ჩემი შვილი გეგუთის ციხეში იხდის სასჯელს, ახლა შეიცვალა მათი უფროსი _ ურეკის პოლიციის უფროსი, ბიჭია ჩხაიძე გადაიყვანეს უფროსად და სხვათა შორის, სიტუაცია გამოსწორებულია.

ამ წამოძახებების შემდეგ, მეორე დღეს მირეკავს ჩემი შვილი და მეუბნება, მამა სახსრები მტკივა, ანთება მაქვს და წამლები არ შემომიტანეს, რა ხდება, რამეს ხომ არ აქტიურობო. მაშინვე გამახსენდა მკურნალიძის ნათქვამი, _ გვიამბობს გოჩა გუჯაბიძის მამა, ვარდენ გუჯაბიძე.

ჩვენს ამ საკითხზე გიგა ჯაფარიძის კომენტარის მოპოვება ვცადეთ, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მისი ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4 მარტი, 2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

10:20; 4 მარტი, 2026
სამართალი

დაჭრა და ადგილიდან მიიმალა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:16; 4 მარტი, 2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3 მარტი, 2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2 მარტი, 2026

სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ უცნაური სტუმარი ხალხს აშინებს

"შეთქმულება ოცნების წინააღმდეგ"

ყველა სიახლე

მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

16:33; 4.03.2026
საზოგადოება

სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა- რა ინფორმაცია ვრცელდება

15:42; 4.03.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

15:28; 4.03.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

15:26; 4.03.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ფაშინიანთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას

15:18; 4.03.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

15:10; 4.03.2026
მსოფლიო

წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

14:49; 4.03.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა – გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება

14:43; 4.03.2026
საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

12:25; 4.03.2026
მსოფლიო

“ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

11:45; 4.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
საზოგადოება

ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს _ რას გვირჩევს ფსიქოლოგი

11:30; 4.03.2026
პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური

11:22; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო