მათი თქმით, ისინი ღამით შედიან საცხოვრებელ სახლებში, აკაკუნებენ ფანჯრებზე, ხოლო, როცა ოჯახის პატრონი გარეთ გამოდის, გარბიან. ხან ღამით ჭიშკართან იძახიან, ყვირიან და მერე ისევ გარბიან. ეს ხდება ქუჩაშიც.
როგორც მოსახლეობა ამბობს, უცნაური სტუმრების დაჭერა ვერ მოახერხეს, მათ ასევე ეძებს პოლიციაც, რომელმაც, ჯერჯერობით, კვალს ვერ მიაგნო.
/”გურია ნიუსი” დაუკავშირდა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსს ზვიად სვანიძეს: _ ის პიროვნება, რომელიც ასეთ საქმეს სჩადის, სავარაუდოდ, უნდა იყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი. იგი გამოჩნდება და გაიქცევა. მის გარეგნულ აღწერას მოსახლეობა ვერ ახერხებს. ჯერჯერობით, მას კონკრეტულად არავისთვის არაფერი დაუშავებია _ მხოლოდ აშინებს ადამიანებს. ჩვენ გვაქვს მოსახლეობასთან კავშირი, ვმუშაობთ ამ საქმეზე. იმედი მაქვს, ძალიან მალე დავაკავებთ ამ პიროვნებას და იგი კანონის შესაბამისად დაისჯება, _ გვითხრა პოლიციის უფროსმა.