_ ახლა დამირეკეს მეუფე იოსებმა და მამა ვახტანგმა, რომ პატრიარქის ბრძანებით მამა მათეს არ გაათავისუფლებენ. ძალიან გვიხარია, მადლობა მათ, ვინც გვერდით დაგვიდგა და გულთან მიიტანა ეს ამბავი, მადლობა ღმერთს, რომ მამა მათე ჩვენთან დარჩება, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის დამფუძნებელი ნინო გოგეშვილი.
“გურია ნიუსი” მამა მათეს დაუკავშირდა: _ თავდაპირველად დამირეკა მამა ვასილმა, რომელმაც მითხრა, რომ მეუფის დავალებით მიკავშირდებოდა, სამსახურიდან აღარ გათავისუფლებენო. შემდეგ თავად მეუფე იოსები დამიკავშირდა და მითხრა, რომ თანამდებობაზე პატრიარქის ბრძანებით დავრჩი.