სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, კომისიების წევრების და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ. სხდომას საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმრის რანგში ესწრება. სტუმრის რანგში, ასევე, მოწვეულები არიან სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დღევანდელ სხდომაზევე დასახელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა ამ პოსტზე აღარ განიხილება. არჩევანი “ქართუ ბანკის” ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელზე არჩილ ხაბაძეზე ან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე ჯემალ ფუტკარაძეზე გაკეთდება.