უწმინდესის თქმით, ერთ-ერთმა ადამიანმა საპატრიარქოს 100 000 ძირი კვიპაროსის ხე შესწირა, რომელთაგან ნაწილს მონასტრებში დარგავენ, დანარჩენს კი მოსახლეობის იმ ნაწილს დაურიგებენ, რომლებსაც კვიპაროსის დარგვის და მოვლის სურვილი ექნება.
საიდან მოხდება პატრიარქის საჩუქრის გაცემა, ამასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ დედა თეკლეს დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, სამებაში არის დეკორატიული მებაღეობის კოლეჯი და ხეების დარიგება სამების ტერიტორიიდან მოხდება.
_ ხეებს ხვალ საღამოს ჩამოიტანენ და ზეგ დილით, 30 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დეკორატიული მებაღეობის კოლეჯიდან გავცემთ კვიპაროსის ხეებს. მცენარე დაახლოებით ნახევარ მეტრამდეა და წაღების მსურველებს ვთხოვთ, თან იქონიონ რაიმე ჭურჭელი ან პარკი წასაღებად.
უწმინდესმა ბრძანა, რომ სასურველია წინასწარ იყოს ამ ხეებისთვის ნიადაგი მომზადებული, რადგან გრუნტიდან ახალი ამოღებულია და უმჯობესი იქნება, თუ სასწრაფოდ გადაირგვება, _ განაცხადა დედა თეკლემ „გურია ნიუსთან“.