_ “ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი პატიმრები და დავლოცეთ. მე იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, ჩვენი პატიმრები იქნებიან განთავისუფლებულნი. აუცილებლად უნდა გააძლიეროთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ მალე ვიხილოთ თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათია, როცა ამდენი ხალხი ციხეშია, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვები მოიღებენ თავის მოწყალებას და გაათავისუფლებენ მათ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა დალოცოს ეს ადამიანები, რომელნიც სხედან აქ, ამ ციხეებში,” _ ბრძანა პატრიარქმა.