ბიძინა გობრონიძის წასვლის შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის, პოლიტიკური ორიენტაცია და ისიც, რომ ის ოლიმპიურ კომიტეტს ლონდონში გაყვა და იქ დარჩა.
ოზურგეთში დაბრუნებული ბიძინა გობრონიძე, ჩვენთან საუბრის დროს, მცირე კომენტარს აკეთებს და ამბობს:
_ ჩემი წასვლის შესახებ იცოდნენ სახლში, ჩემმა მეგობრებმა და სანათესაომ. ყველაფერი გააზრებულად გავაკეთე და წავედი ქვეყნიდან. არაფერი ისეთი არ მომხდარა, ახლა კი დავბრუნდი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არ ვყოფილვარ და არსად არ გავპარულვარ, _ განაცხადა ბიძინა გობრონიძემ.