სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი.
განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია მესამე და მეოთხე საკითხის განხილვამ, სადაც აღნიშნული, იყო “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრის უფლებამოსილების გახორცილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ,“ ასევე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა, ასევე გამგეობის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ.“
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხების განხილვას საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლელა ნაცვალაძემ და თემურ სალუქვაძემ არ დაუჭირეს მხარი.
სხდომის დასრულების შემდეგ, ლელა ნაცვალაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. “მორალური უფლება არ გაქვთ იჯდეთ ამ სკამზე”, _ მიმართა მან მამეშვილს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.