https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გენერალი ნაირაშვილი: “ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ”

3:10; 30.10.2012
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრი, “გურია ნიუსის” გამომცემელი, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე გლდანის #8 დაწესებულებაში დავით ლონდარიძეს და გიორგი გორელაშვილს შეხვდა. ზემოხსენებულ პირებს, სერგეი ჩაპლიგინთან ერთად, ბრალი დაედოთ ჯაშუშობასა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში.

დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის 17 სექტემბერს, გამთენიისას დააკავა. მას ჯაშუშობაში და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში დასდეს ბრალი. იმავე დღეს დააკავეს გორელაშვილი, ჩაპლიგინი და თეთრაძე.

ლონდარიძემ სამხედრო პოლიციის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილს რუსთავის შესასვლელში მდებარე ნაკვეთის მიყიდვაზე უარი უთხრა. რაქვიაშვილმა, რომლის უკანაც, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, გიორგი უდესიანი და გუბერნატორი დავით კირკიტაძე იდგნენ, ლონდარიძეს სამხედრო პოლიციის ზეწოლით აიძულა ნაკვეთის დათმობა. დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ სამსახურიდან _ თავდაცვის სამინისტროდან რუსთავში ჩაიყვანა, რათა მას ნაკვეთის გაყიდვაზე საკუთარი დედა დაეთანხმებინა. რაქვიაშვილმა სასურველ შედეგს მიაღწია _ ლონდარიძეებმა ნაკვეთი დათმეს; თუმცა, ლონდარიძის დედამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა საკუთარი ქონების მისთვის სასურველ ფასად გაყიდვის სრულიად კანონიერ უფლებას, ნაკვეთის თითქმის მუქთად გაცემაზე უარი თქვა და ფასის ცოტათი გაზრდა მოითხოვა. ლონდარიძეს მაშინვე მიანიშნეს, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა. დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ნაკვეთის იაფად დათმობით, პრობლემა მოხსნილად ჩათვალა და მოვლენების ასე ტრაგიკულად განვითარებას აღარ ელოდა.

სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ლონდარიძე იმ ადამიანების ყურადღების არეალში, რომლებიც “ჯაშუშური ქსელების გამოვლენის” სცენარების შეთხზვით და ამ ქსელების “განეიტრალებით” იყვნენ დაკავებულნი. ამჯერად, ჯაშუშების საქმე მფრინავების ე.წ. “ენვერის საქმის” გაგრძელება უნდა ყოფილიყო. მოქმედი პირებიც შეარჩიეს: მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, გადამდგარი სამხედრო პირი _ სერგო თეთრაძე, რადიომოყვარული გორელაშვილი, ჩაპლიგინი და რუსული კვალი.

დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ქვეყნის მმართველ პირველ პირებს, ზოგადად, მფრინავები თვალში არ მოსდიოდათ, როგორც ელიტარული სამხედრო პირები და სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტეს ტოტალურად სწორედ მფრინავებისთვის გაესწორებინათ ანგარიში _ ჯარის დაჩოქებას ცდილობდნენ და მფრინავები – ზოგადად ამაყი და ელიტარული სამხედრო პირები “ეჩხირებოდათ ყელში”.

დავით ლონდარიძე აღიარებითი ჩვენების დაწერამდე, მისივე თქმით. სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. “აბივკებიან” ოთახში აწამეს. ბაჩო, დათა ახალაიები, მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურის წამებაში: “ბაჩო ახალაია ბოროტ კაცს თამაშობდა, დათა _ კეთილს. ბაჩო რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რა არანორმალურია, რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ საკუთარი პისტოლეტი “გლოკი” პირში ჩამიდო. ვინატრე, რომ იარაღი დატენილი ყოფილიყო, ახალაიას ხელში ვწვდი და ვცდილობდი, სასხლეტისთვის თითის გამოკვრას, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო. ბაჩომ მითხრა, საკუთარი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი უნდა დამედო სხვა მონაწილეებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულ ერთი იყო, რომელს დავადებდი ხელს… თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა _ თეთრაძეს. ასე გაჩნდა თეთრაძე ჯაშუშების საქმეში,” _ ამბობს დავით ლონდარიძე.

დავით ლონდარიძემ თვითმკვლელობა სცადა _ თავის ჩამოხრჩობას შეეცადა, თუმცა, სიკვდილის უფლება არ მისცეს. გაბმულად თვითმკვლელობაზე ფიქრი მხოლოდ მისი სულიერი მოძღვრის ციხეში შეხვედრის შემდეგ მოიშორა თავიდან.

ლონდარიძე იხსენებს, რომ დაპატიმრების შემდეგ, მას სტუდენტობისდროინდელ მეგობარ ედუარდ ტომაშუკთან შეხვედრა და ფარულად ჩაწერა აიძულეს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით ლონდარიძეს ტომაშუკმა დაურეკა და უთხრა, რომ “აყვავებული საქართველოს და განათებული ბათუმის” ნახვა უნდოდა; საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ ფიარს აკეთებდნენ, ტომაშუკმა, რომელიც საქართველოში სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, მეუღლესთან ერთად, მოგზაურობა გადაწყვიტა. ლონდარიძემ იცოდა, რომ მისი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა და შეეცადა, ტელეფონით ნაკლები ელაპარაკა: “ნაკვეთის ამბის შემდეგ, სამხედრო პოლიცია ჩემს ტელეფონს უსმენდა; ამიტომ, ტომაშუკს ბევრი რომ არ ელაპარაკა, რიცხვი 37 ვუხსენე. ვერ მიხვდა და დავუკონკრეტე: 37 წელი ხომ გაგიგია,-მეთქი?! როდესაც სამხედრო პოლიციაში მცემდნენ და მაწამებდნენ, სწორედ ამ საუბარს მახსენებდნენ: როგორაა საქმე _ 37 წელი დადგა საქართველოშიო?!”

ლონდარიძის თქმით, დაპატიმრების შემდეგ, ის ტომაშუკს ორჯერ შეახვედრეს, ერთხელ _ სახლში და მეორედ _ რესტორანში. ორივე შეხვედრა სამხედრო პოლიციაში დაიგეგმა. სამხედრო პოლიციაში ლონდარიძეს უთხრეს, რომ ტომაშუკის ცოლი გრუ-ს აგენტი იყო.

“გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ თავისი ხელით გამიკეთა მხარში ნემსი, რის შემდეგაც წარმოუდგენელი ძალა მომეცა. აღარც წამება მახსოვდა, აღარც ნაცემი სხეულის ტკივილს ვგრძნობდი. ტანსაცმელი მომიტანეს , მოსასმენი აპარატურა ჩამიმონტაჟეს და ტომაშუკი რესტორანში დამაპატიჟებინეს,” _ იხსენებს ლონდარიძე.

ახალაიებს ჯაშუშობის სცენარისთვის რუსული გვარი სჭირდებოდათ, რომელსაც საქართველოსთან კავშირი ექნებოდა. ტომაშუკი, რომელსაც თბილისში სამხედრო სასწავლებელი ე. წ. ტაო ჰქონდა დამთავრებული, ამ საქმისთვის იდეალური კანდიდატურა იყო. ტომაშუკი მიმოწერით იცნობდა რადიომოყვარულ გორელაშვილსაც.

ტომაშუკი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. როგორც გორელაშვილის მეუღლე ქეთი გაბიჩვაძე იხსენებს, მას აეროპორტში სხვა უნდა დახვედროდა (სავარაუდოდ, ლონდარიძე. რედ.), თუმცა, ის ადამიანი დანიშნულ დროს და ადგილას არ მივიდა. ქუჩაში დარჩენილმა ტომაშუკმა ძველ ნაცნობს _ გიორგი გორელაშვილს სთხოვა დახმარება. გორელაშვილმა ტომაშუკი ოჯახში მიიყვანა და უმასპინძლა. რესტორანში, დათო ლონდარიძესთან შეხვედრისას, ტომაშუკმა ახსენა გორელაშვილი, რომელმაც მას “ნამდვილი ქართული მასპინძლობა გაუწია.”

ასე გაჩნდა “ჯაშუშების საქმეში” რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილი. რაც შეეხება მესამე “ჯაშუშს” _ სერგეი ჩაპლიგინს, ის, ჩვენი ინფორმაციით, ლონდარიძის და ტომაშუკის ჯგუფელია და ჯაშუშების საქმეშიც მხოლოდ ამის გამო აღმოჩნდა.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს, ედუარდ ტომაშუკი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა. ჰქონდა თუ არა გამოძიებას მის მიმართ კითხვები, ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, რომ ტომაშუკმა და მისმა მეუღლემ ქვეყანა უპრობლემოდ დატოვეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თავისუფლებაში მათ ფული გადაიხადეს.

ლონდარიძე ამბობს, რომ გლდანის საპყრობილეში გადაყვანისას, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, ე.წ. “კარანტინი” არ გაუვლია და მის მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ამ დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მანამდე, “სამხედრო პოლიციის “აბივკიან” ოთახში, მან ჯოჯოხეთი გამოიარა, რომლის დეტალების გაცნობამაც, შესაძლოა, მკითხველი შოკურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ია მამალაძემ გლდანის მე-8 დაწესებულებაში ახალაიების კიდევ ერთი მსხვერპლი, ჯაშუშობისთვის გასამართლებული გიორგი გორელაშვილი მოინახულა. გორელაშვილი წამებში ციხის უფროს მუხაძეს, მის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს და მეგის ქარდავას ადანაშაულებს. გიორგი გორელაშვილს სერგო თეთრაძის წამების დროს მისი ყვირილის ხმა ესმოდა, ვარაუდობს, რომ სპეციალურად ასმენინებდნენ; შემდეგ კი დაინახა, როგორ გამოასვენეს უგონო მდგომარეობაში მყოფი თეთრაძე ოთახიდან: “სერგო თეთრაძის გაყვანის შემდეგ, ოთახში მე შემიყვანეს. მუხაძემ მითხრა, ისე აღარ გვაწვალო, როგორც ამან, მეც ქრისტიანი ვარ და პირჯვარს ვიწერო. ოთახში იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი და მაღალი, შემელოტებული კაცი, როგორც შემდგომში გავიგე _ მეგის ქარდავა; დანარჩენების ვინაობა დღემდე არც კი ვიცი…

თავიდან პლასტმასის ჯოხით დამიწყეს ცემა; მეუბნებოდნენ, ეს ის ჯოხია, მიტინგებზე რომ ატრიალებთო. მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არ ვიყავი პოლიტიკით დაინტერესებული, თუმცა, მათთვის ეს არ მითქვამს… წამების მეორე ეტაპზე ე.წ. “ბორჯღებიანი” ჯოხით დამიწყეს ცემა. ხელკეტზე ხის ბურთი ჰქონდათ დამაგრებული, რომელშიც რკინის ბორჯღები იყო ჩასმული. ეს რკინის კლანჭები კუნთებზე დარტყმისას ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე რჩება. აღიარებითი ჩვენების მიცემის გარდა, მოითხოვდნენ ჯაშუშობაში ჩემთვის უცნობი ადამიანები მემხილებინა, რაზედაც ვერ დამითანხმეს,” _ ამბობს გიორგი გორელაშვილი.

ამის შემდეგ, გორელაშვილის წამების მეთოდები შეცვალეს _ პოლიეთილენის პარკით მოხრჩობა, ბალახის საკრეჭი მაკრატლით თითების დაჭრის იმიტაცია… ბოლოს კი, ყაჭეიშვილი პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა: “ვუთხარი, რომ ამას ვერ იზამდნენ, რაზედაც მშვიდად მიპასუხეს, რატომაც ვერა, რამდენიც გინდა, იმდენი გვყავს გაუპატიურებულიო. ვუთხარი, რომ დავინახე ოთახიდან გამოსვენებული პატიმარი და ამ საქმეში მეორე გვამი მათ ნამდვილად არ აწყობდათ. უკან დახევას არ აპირებდნენ, რის შემდეგაც, ჯიბიდან სათვალე ამოვიღე, გავტეხე და სათვალის ყურსაცვამი გულში გავიყარე. ძალიან შეშინდნენ და თავი დამანებეს.”

გორელაშვილი იხსენებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში ყოფნის დროს, ციხის ადმინისტრაცია ვიღაც პოლკოვნიკს ეძებდა.

გვარიც კი არ იცოდნენ, უბრალოდ დავალებული ჰქონდათ პოლკოვნიკის მოძებნა: “საკნიდან გამომიყვანეს და მკითხეს, შენ ხარ პოლკოვნიკიო? ეხლა პოლკოვნიკიც გამხადეთ,-მეთქი? ვუპასუხე”.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, პოლკოვნიკი, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ეძებდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნიკოლოზ გიგაურია. გიგაური 8 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, გიგაურის გვარის დასახელებას სერგო თეთრაძისგან მოითხოვდნენ. “გურია ნიუსი” ნიკოლოზ გიგაურს დაუკავშირდა; გაირკვა, რომ ის თავდაცვის სამინისტროში აღარ მუშაობს _ ცოცხლად გადარჩენის შემდეგ, მან საქართველო დატოვა.

“8 დღის განმავლობაში ვეძებდით, ისიც კი არ ვიცოდით, რომ დაკავებული ჰყავდათ. სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, აიპადი, ბავშვების ფოტოები… 8 დღის შემდეგ კი, ჩემი მეუღლე ცოცხალმკვდარი მოიყვანეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დააგდეს საწოლზე საშინლად ნაწამები, ნაცემი, აბსოლუტურად გალურჯებული. დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ. ნიკოლოზი არც სერგო თეთრაძეს იცნობდა და არც სხვა ბრალდებულებს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში გიგაურის მეუღლემ.

ცნობილი “ენვერიდან” ერთი წლის თავზე, მორიგი “ენვერის” გადაღება დაიგეგმა. ახალი სცენარი ძველის ზუსტი ასლი იყო შეცვლილი სახელებითა და გარემოებებით. “გურია ნიუსისთვის” წყაროებიდან ცნობილია, რომ ახალაიები, მფრინავების საქმეში გენერალ დავით ნაირაშვილის ჩართვას გეგმავდნენ, რომელსაც იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლის, ხოლო 2008 წლიდან, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2010 წელს, “ენვერის” ოპერაციის მონაწილე მფრინავების დაკავების შემდეგ, ნაირაშვილი ჩამოაქვეითეს და დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშის სტატუსით 3 წლით გაამგზავრეს.

“გურია ნიუსი” ლონდონში დაუკავშირდა გენერალს. ნაირაშვილმა ვრცელ კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა, ჩვენი ინფორმაცია, რომ ახალაიები მის წინააღმდეგ მორიგ შეთქმულებას გეგმავდნენ, არ გაკვირვებია: “თქვენ ალბათ გესმით, რომ სანამ თანამდებობაზე ვარ, ბევრი რამის ლაპარაკი არ შემიძლია; რა თქმა უნდა, მე ვიცი ბევრი რაღაც და მაქვს ჩემი შეხედულება ბევრ საკითხზე. ის, რომ სამხედრო მოსამსახურეს ჩემი გვარი დაუდეს, პირველად თქვენგან მესმის, თუმცა, არ მიკვირს. ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ. ასევე შემთხვევით ბევრ საქმეში ვარ გადარჩენილი ამ ცხოვრებაში,” _ თქვა გენერალმა ნაირაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბარში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

ღლონტს და ტუღუშს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უჩივიან

სასჯელაღსრულების სამინისტროში ცხელი ხაზის მუშაობა განახლდა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო