ამ წუთებში ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ექიმებთან ერთად მოსახლეობის ნაწილიცაა შეკრებილი. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი ითხოვენ ელემენტარულ, ნორმალურ სამუშაო პირობებს და ადამიანურ ანაზღაურებას.თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, ისინი პოზიციებს არ დათმობენ.
-ამ კერძო კომპანიას მონებად ვყავართ დაქირავებულები და მათი ჩვენდამი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია და ღირსების შემლახველი-აცხადებენ ექიმები ჩვენთან საუბრისას.
კომპანია „ალდაგის“პრესსამსახურის უფროსი მაია ივჩენკო გურია ნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ ქობულეთის სამედიცინო ცენტრი „ჩვენი ოჯახის კლინიკას“ ეკუთვნის, თუმცა არ უარყოფს რომ ეს კომპანია ალდაგი ბისიაის შვილობილია.
როგორც ექიმებისთვის გახდა ცნობილი დღეს „ჩვენი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები ქობულეთის საავადმყოფოში აპირებენ ჩასვლას და სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას.
„ჩვენი ოჯახის კლინიკის „პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი არ გეგმავენ მასობრივ გათავისუფლებას, უბრალოდ რესტრუქტურიზაციის შედეგად კლინიკაში პაციენტთა ნაკადი არ დასტაბილურდა და 15 თანამშრომელს დროებით მოუწევს სამსახურის დატოვება.
პრესსამსახურის თანამშრომლის თქმით ქობულეთში იანვარში ახალი საავადმყოფო იხსნება და ამ თანაშრომლებს შესაბამის პოზიციებზე ახალ კლინიკაში დაასაქმებენ.
გურია ნიუსის კორესპოდენტი ამ წუთებში ქობულეთში იმყოფება და განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მალე მოგაწვდით.