_ მასში კვლავ რჩებიან “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან” საკრებულოში მოხვედრილი ლევან ჩხაიძე, მარინე თურნავა და დავით წულაძე, რომელიც “ახალი მემარჯვენეების” აწ უკვე ყოფილი წარმომადგენელია. ფრაქციაში გადავიდა სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთის საკრებულოში ნუგზარ ხავთასი.
ნუგზარ ხავთასი “ნაციონალური მოძრაობის” სიით გავიდა საკრებულოს დეპუტატად, თუმცა, პარტიის წევრი არ ყოფილა.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი რომან ბიწაძე ამბობს, რომ რღვევა ლანჩხუთის საკრებულოში კვლავ გაგრძელდება და არაა გამორიცხული, რომ ფრაქციას ახალი წევრები დაემატოს.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მაკა კვირკველია, რომელიც არც ერთი ფრაქციის წევრი არ იყო, წინა სხდომაზე დავით წულაძესთან და ლევან ჩხაიძესთან ერთად ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე საუბრობდა. მაგრამ როგორც გაირკვა, იგი კვლავ დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. მაკა კვირკველია “გურია ნიუსთან” კომენტარის გაკეთებისგან, პირადი მოსაზრების გამო თავს იკავებს. საქმე იმაშია, რომ იგი განაწყენებულია ჩემზე გაზეთში გამოქვეყნებული მცირე ინფორმაციის გამო, რომელშიც ადგილობრივი პოლიტიკოსის პრესკონფერენციას ვაშუქებდი _ კვირკველიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა “სტატიის ტონი”(?!).
ბიწაძის თქმით, მარინე თურნავამ უკვე დატოვა “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა და “რესპუბლიკური პარტიის” წევრობაზე შეიტანა განცხადება, რომელიც პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა უკვე დააკმაყოფილა. ასე რომ, კოალიციას ლანჩხუთის საკრებულოში უკვე ჰყავს საკუთარი ფრაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავ გაიზრდება.