მაგალითად, ზურაბ მელიქიშვილის კაბინეტის კარზე ბლოკნოტის ფურცელია მიკრული, რომელზეც მისი სახელი აწერია, ხათუნა გოგორიშვილს სამაგიდო ყვითელ ფურცელის შეხვდა, ისევე, როგორც გიგი წერეთელს.
პარლამენტის 0 სართულზე ყოფილი პროკურორის და გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტია, რომელსაც ასევე წებოვან ქაღალდზე აქვს საკუთარი სახელი და გვარი დატოვებული. ღვინიაშვილის ბედი გაუზიარებია ქართული ოქროს “მაგნატი” დეპუტატის კობა ნაყოფიას სახელს და გვარს.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს კი A4 ფორმატის ქაღალდზე ამობეჭდილი აბრა აქვს გაკრული კართან.