Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 64 წლის წინ გარდაცვლილი მსახიობი, ჯეიმს დინი ეკრანებზე „ბრუნდება“.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება ფილმის გადაღებები სახელწოდებით Finding Jack და მასში ჯეიმს დინის კომპიუტერული გამოსახულება მეორეხარისხოვან როლს შეასრულებს.
გავრცელებული ცნობით, ფილმის სიუჟეტი ვიეტნამის ომზეა.
ცნობისთვის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი 1955 წელს ავტოავარიის შედეგად 24 წლის ასაკში დაიღუპა.