(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება. ამის ფიქრის საფუძველს, ამომრჩეველს მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები თუ პიარ-აქციებიც აძლევს. ახალი ინიციატივები _ ენერგო თუ სასურსათო ვაუჩერი, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სასუქი და საწვავი. მოკლედ, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ეს მხოლოდ არჩევნების წინ ხდება.
ოზურგეთში უკვე საუბრობენ პარლამენტში გოჩა შანიძის შემცვლელზე, ასეთად კი ამ ეტაპზე, ბიზნესმენი ბეგი სიორიძე, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ოპოზიციონერი თემურ სალუქვაძე სახელდებიან.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გურიაში, ერთ კლანს სიორიძის, მეორეს კი მოქმედი ჩიტაიშვილის გაპარლამენტარება სურს. თუმცა, არ გვგონია, ეს მხოლოდ მათ ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. თუ ხელისუფლება ფინანსებში “გაიჭედება”, ბუნებრივია, არჩევანი ბიზნესმენ სიორიძეზე შეჩერდება, რომელსაც არჩევნებში, როგორც გამარჯვებისთვის, ისე მმართველი პარტიის საარჩევნო ფონდის შევსებისთვის სოლიდური თანხის გაღება მოუხდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved