https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სად მიდიოდა ტენდერებიდან 10% და ვინ ეჯდა წილში მოქალაქეებს მუშად “დანიშვნაში”

6:11; 8.11.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“წესით და რიგით და თუ სინდისი აქვთ, საკრებულოს წევრებმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ვგულისხმობ და გამგეობის ყველა თანამშრომელმა, თვით კომენდანტ ვაჟა ებრალიძის ჩათვლით, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია, სახლში წასვლაზე განცხადება უნდა დაწერონ! ამის შემდეგ, ახალ ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, ვინც პროფესიონალია, უკან დააბრუნოს და თავად ჩამოაყალიბოს ახალი გუნდი!” _ ლანჩხუთელი ოპოზიციონერის, რომან ბიწაძის ამ განცხადებას “რეაგირება” არ მოჰყოლია: ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არსად წასვლას არ აპირებენ; მეტიც, პრეზიდენტი მათ ხელფასებს უმატებს.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, აიპი-ების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ხელშეკრულება 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ გაფორმებული, ახალი აღარ გაუფორმეს. ჯერ კიდევ თვეების წინ, ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებდა, რომ აღნიშნული სამსახურები საარჩევნოდ შეივსო და ადგილი ჰქონდა სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანმა როდი მისცა ხმა “ნაციონალურ მოძრაობას” და მის კანდიდატს. მართალია, ხელშეკრულებით დასაქმებულებმა თავადაც იცოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მათი სამსახური უკვე სათუო იყო, მაგრამ ერთდროულად ამდენი ადამიანის სახლში გაშვება, უფრო ზუსტად ხელშეკრულების არგაგრძელება, მაინც ხმაურიანი გამოდგა. ზოგი თვლის, რომ არჩევნებში მმართველი გუნდის მარცხისთვის ისჯებიან, ზოგიც ამბობს, რომ “გაბერილი შტატებიდან” შერჩევითი გათავისუფლება ხდება.

ლანჩხუთელ “რესპუბლიკელთა” ლიდერი რომან ბიწაძე მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:

_ ბატონო რომან, თქვენი მოწოდება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო _ არათუ განცხადებების დაწერა, ლანჩხუთის მმართველები კიდევ კარგა ხანს დარჩენას ფიქრობენ…

_ როგორც გავიგე, კახა ასკურავას უბრძანებია, რომან ბიწაძე საკრებულოს უტევს და შეურაცხყოფას აყენებსო. ბატონ გამგებელს მინდა გავახსენო 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები: ხმის მიცემა დასრულებული იყო, როცა ნიგოითის თემში, სადაც იგი კენჭს იყრიდა, ყველა უბანზე ერთმანეთთან შეხვედრა მოგვიხდა. გაიხსენოს კარგად, როგორ მოსდიოდა ცრემლები _ რომან ბიძია, არჩევნები გამიყალბესო. მე არ ვიცი, პირადად მას გაუყალბეს თუ არა, მაგრამ ის არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, ხოლო 2010 წელს, ხელისუფლება გაყალბების ტექნოლოგიებში კიდევ უფრო “დაოსტატდა” და წარმოგიდგენიათ, რა არჩევნებიც იქნებოდა. პრინციპში, თქვენ კარგად იცით, თუ როგორ გაყალბდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ერთი მაგალითი გავიხსენოთ _ ჩოჩხათის თემში “ნაციონალების” კანდიდატმა, გემახსოვრებათ, ისეთი რამ ჩაიდინა, მისი კანდიდატურა უნდა მოხსნილიყო, მაგრამ საოლქო კომიასიამ ეს არ გააკეთა.

_ ამით იმის თქმა გინდათ, რომ ასეთ პირობებში არჩეული საკრებულო კანონგარეშეა?

_ დიახ, რა თქმა უნდა! მე კარგად მახსოვს, ჩემ სამეზობლოში როგორ მივიდნენ საკრებულოს წევრები და ოჯახს ბავშვის ჯანმრთელობის კუთხით დახმარებას დაჰპირდნენ. მე იმ ოჯახს ვუთხარი, რომ ვერ წავიდოდი ბავშვის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ხომ მოსყიდვა იყო?! ასეთი და უფრო მძიმე ფაქტები ამომრჩევლის მოსყიდვისა მრავლად გვაქვს _ ვის რას დაჰპირდნენ და რა მისცეს, ამის შესახებ ძალიან ბევრი ლაპარაკობს და ილაპარაკებს!

დღეს კი გამოდიან და გაზეთებში ყელყელაობენ საკრებულოს წევრები _ ჩვენ არჩეული ვართო. შესაძლოა, მათზე არ იყოს კონკრეტული მტკიცებულება ქრთამის აღებისა, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ნამდვილად იქნება ასეთი. კარგად გაიხსნენონ და დაფიქრდნენ, 10% ტენდერებიდან სად მიდიოდა?!

_ სად მიდიოდა, ბატონო რომან? მაღალჩინოსნების ჯიბეებში?

_ კი, რა თქმა უნდა! აი, იკითხეთ და გეტყვიან, რომ 10% პავლესთან მიდიოდა, 10% _ პეტრესთან და ა. შ. აი, კონკრეტული მაგალითი: რკინიზგის სადგურში დასაქმებული მუშებიდან ვინ ითხოვდა 10%-ს? ასე ხდებოდა სხვა სამუშაოებზეც! მუშად რომ ჩაეწერე, 10% უნდა მიგეტანა. ამ საქმით სულ 2 ადამიანი იყო დაკავებული. როცა საჭირო იქნება, გვარებსაც დაასახელებენ!

როგორ ანაწილებდა საკრებულო თანხებს? ჩაის ფაბრიკასთან რომ პირველი მრავალბინიანი სახლია, იმის შესაკეთებლად იცით, რამდენია გამოყოფილი? 200 ათასი ლარი! იმ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობს, აქედან, ერთს აქვს ბინის კუთვნილების პრობლემა მოგვარებული. რატომ დახარჯეს ამხელა თანხა, როცა 40 ათასად ამ სამ ოჯახს გაცილებით უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს შევუქმნიდით.

_ რატომ ხდებოდა ასე?

_ ამას დაადგენს პროკურატურა, თინა ხიდაშელის საპარლამენტო კომისია. თუ არ უნდათ არჩილ კბილაშვილის უწყებასთან პრობლემები, დაიხურონ ქუდები და წავიდნენ სახლებში! ეს იყო მხოლოდ ჩემი რჩევა, თორემ ზრდასრული ხალხია და როგორც სურთ, ისე მოიქცნენ.

_ თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რა მნიშვნელობა აქვს წავლენ თუ არა სახლში, ისინი პასუხისმგებლობას ხომ ისედაც ვერ ასცდებიან?

_ ყოველ შემთხვევაში, თუ მიხვდებიან და წავლენ თანამდებობებიდან, გამოდის, რომ შეგნებული ექნებათ. მათი დაჭერა არავის უნდა! სხვათა შორის, ახლა ოზურგეთის სასამართლოში დაბარებული ვარ 2 წლის წინანდელ საქმეზე, რაც გასაკვირია _ აქამდე სად იყვნენ? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა წამოწიეს ის საქმეები და მოსამართლე შეეცდება ჩვენი, ანუ “ქართული ოცნების” მხარე დაიჭიროს. ამას კი ვეწინააღმდეგებით ისევე, როგორც თავის დროზე, იგივე მოსამართლეები ოპოზიციის სასარგებლო დავებს აჭიანურებდნენ და “ნაციონალების” სასარგებლოდ წყვეტდნენ.

_ მოკლედ, პოსტები დატოვონ და არ უპირებთ დაჭერას?

_ ვისაც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული ექნება ჩადენილი, იგი პასუხს აგებს. სხვა შემთხვევაში კი, ჩვენი მიზანი არ იქნება _ ყველანი ციხეში. უბრალოდ, სისტემა იყო ასეთი და ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მაგრამ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას უნდა შეეშვან!

_ ბატონო რომან, ლანჩხუთის გამგებლის არაერთი კანდიდატურა დასახელდა…

_ არავინ დასახელებულა ოფიციალურად კოალიციიდან!

_ გეთანხმებით, ვგულისხმობდი კულუარებს, სადაც დასახელებულთა რაოდენობამ ათსაც გადააჭარბა…

_ კი, გეთანხმებით, კულუარებში საუბრობენ ამა თუ იმ კანდიდატზე.

_ მათი უმეტესობა კი, ვფიქრობ, ვერ გაართმევს თავს მოვალეობას. ძალიან ბევრი გვირეკავს ამა თუ იმ კანდიდატზე _ ამისთვის არ გვიბრძოლია, რომ ასეთი გამგებელი გვყავდესო; რა ხდება?

_ ხომ გეუბნებით, ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ არის! ჭორებზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ! გარწმუნებთ, რომ ჩვენთან _ ჩემთან, სოსო ბოლქვაძესა და ელგუჯა ჩხაიძესთან აუცილებლად გაივლიან კონსულტაციას, ასევე შეთანხმებული და შეჯერებული იქნება ჩვენს მაჟორიტარ თემურ ჩხაიძესთან.

_ ანუ აქამდე კონსულტაცია არავისზე გაგივლიათ?

_ არ გაგვივლია. მე, სოსო და ელგუჯა ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადება არ გვაქვს. მეც ძალიან ბევრზე მსმენია, მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ჩადის თბილისში. ეს არა მხოლოდ ლანჩხუთური, არამედ ზოგადად, ქართველების სენია! გამგებლობა რომ გინდა, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ადგილზე რაღაც ხომ უნდა იკითხო _ რა აზრის ხართო?

_ თქვენი კანდიდატურა თუ შეიძლება დასახელდეს?

_ შესაძლებელია ყველაფერი! თუმცა აქედანვე ვაცხადებს, რომ ამის დიდი სურვილი არ მაქვს. ახლა გამგებლობა იქნება ძალიან რთული ყველანაირი გაგებით _ ბიუჯეტი გამოფხეკილია და ძალიან ბევრი საკითხი იქნება მოსაგვარებელი. მე არ გავურბივარ ამას, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მაქვს სურვილი! თან მალე აუცილებლად გაიმართება ადგილობრივი არჩევნები.

_ მალე როდის, 2014 წელს?

_ ასე დღევანდელი საკრებულოს წევრები ყელყელაობენ, თუმცა გარწმუნებთ, მომავალი წლის იანვრის დასაწყისში, ან მაქსიმუმ, მარტში გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები.

_ მანამდე როგორ აპირებთ გამგებლის დანიშვნას? საკრებულო მოქმედ გამგებელს არ დაუჭერს მხარს?

_ ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ საჩხერეში დაიწყო პროცესები გამგებლის შესაცვლელად, ლანჩხუთის ჯერიც მალე დადგება. დიახ, საკრებულოს შეუძლია ჩააგდოს ჩვენი კანდიდატურა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მანამდე რამდენიმე წევრი გამოაკლდეს საკრებულოს, რომელთაც დანაშაული დაუმტკიცდებათ. თუ რაოდენობა 13-ს ჩამოშორდება, საკრებულო უქმდება. ვნახოთ, რას აირჩევენ!

_ ბატონო რომან, აიპ-ების თანამშრომლებს ხელშეკრულებებს არ უგრძელებენ. თქვენ ადრე ამბობდით, რომ მათი დანიშვნა დარღვევა იყო, ახლა რა აზრის ხართ?

_ მართალს ბრძანებთ, ჩვენ ადრევე ავტეხეთ განგაში, რომ ეს იყო საარჩევნოდ ხალხის დასაქმება და ეს ადამიანები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში, სახლში წასვლა მოუწევდათ!

_ მმართველ გუნდს რომ მოეგო, მაინც ასე მოხდებოდა?

_ კი, ნამდვილად! არანაირი ფინანსური რესურსი არ იყო! ახლა სწორად იქცევა ხელისუფლება და მათი მადლობელი ვართ, რომ მათსავე გაფუჭებულ საქმეს ისევ თავად ასწორებენ!

_ ამბობენ, რომ იმის მიხედვით ხდება ხელშეკრულების გაგრძელება-არგაგრძელება, თუ ვინ მისცა ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”…

_ ამის გაკონტროლება შეუძლებელია! არანირად ამ კუთხით ვერ მოხდება! სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, რადგან ხელშეკრულებები იყო საარჩევნოდ, ანუ 1 ოქტომბრამდე!

ამ კუთხით ვერა და მინდა მივმართო იმ ნაძირლებს, რომლებიც ხალხის მოსყიდვით იყვნენ დაკავებულები _ თავი დაანებონ დანაშაულზე დანაშაულის დამატებას და ხალხისთვის ფულის უკან მოთხოვნას! მაქვს ინფორმაცია, მაგალითად, ნინოშვილში 20 ათას ლარს უკან ითხოვენ, ხმები ვერ მივიღეთო… დანაშაულს დანაშაულს უმატებენ და ციხე არ ასცდებათ მაგათ… ოღონდ ეგაა, ცოცხები არ დახვდებათ.

_ ანუ ნაწილობრივ “გაუმართლათ”…

_ კი, ნამდვილად!

_ ბატონო რომან, კულუარებში ითქვა, რომ მურმან დუმბაძე აჭარაში სამუშაოდ გადაყვანას გთავაზობთ.

_ არაფერი კონკრეტული არ ყოფილა. ყველამ კარგად იცის, რომ ახლო ურთიერთობა მაქვს მურმანთან და ხმები შესაძლოა, ამასაც მოჰყვა.

_ არც მთლად მაგის გამო გავრცელდებოდა ხმები…

_ ყოველ შემთხვევაში, მე ლანჩხუთიდან წასვლას არ ვაპირებ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თვითმხილველის მონათხრობი: რატომ დაგვარბიეს სტუდენტები და რატომ დააწინაურეს ბედია?!

გათავისუფლებული დირექტორები, შესაძლოა, სამსახურში აღადგინონ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026
მსოფლიო

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

12:52; 1.03.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12:25; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო