_ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ოფიციალურად არ ვარ დანიშნული. კონკრეტულად არ ვიცი, თუ გადაწყდება, გაიგებთ. მე მგონი, ჯერ კონკრეტიკა არ არის საჭირო.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ვალერი თელია შინაგან საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში, სხვადასხვა სტრუქტურაში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სოდ-ის თანამშრომელი, ბოლოს კი კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.
„გურია ნიუსთან“ ვალერი თელია ადასტურებს, რომ შს სამინისტროში ის წლების განმავლობაში მუშაობდა.