უჩა ჩაგანავა ურეკის განყოფილების პოსტზე, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დანიშნულია.
“გურია ნიუსი” უჩა ჩაგუნავას დაუკავშირდა.
_ ბატონო უჩა, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ გმადლობთ, კარგად ვარ, სამსახურში ვარ, ვმუშაობ.
_ ბატონო, უჩა, ავარიის შემთხვევის დროს, როგორც გავიგეთ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდით.
_ ავარიის დეტალებზე, შეგიძლიათ, პრესსამსახურს მიმართოთ, _ გვითხრა ჩაგუნავამ.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, გურამ ჩანტლაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექცია საქმის კურსშია:
_ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. შესაბამისად, დისციპლინარულ სასჯელს გენერალური ინსპექცია დადებს, _ გვითხრა ჩანტლაძემ.