გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უნიკალური მოვლენაა, რადგანაც მიქელაძე პირველი არაებრაელია საქართველოდან, ვინც ისრაელის მოქალაქეობა ებრაელი ხალხის წინაშე დამსახურებებისათვის და არა რეპატრირებულთა კანონის თანახმად მიიღო. –”შესაძლოა ეს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც პირველი შემთხვევა იყოს.” – აღნიშნავს გამოცემა.
მიქელაძე წარმოშობით სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშიდანაა, სადაც ისრაელში გადასახლებამდე, დაახლოებით ხუთი ათასი ებრაელი ცხოვრობდა და საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან ებრაულ თემს წარმოადგენდა. მისი დახასიათების დროს გამოცემა აღნიშნავს, რომ გრიგოლ მიქელაძე წარმოშობით თავადია და და მის საგვარეულოს დასავლეთ საქართველოში დიდძალი მიწები ეკუთვნოდა.