თემურ სალუქვაძის თქმით, ის თბილისში გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას:
_ საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი კვერღელიძე შევა. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას და სამუშაოდ თბილისში გადავდივარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გურიასთან არ ვიქნები ახლოს, _ გვითხრა თემურ სალუქვაძემ.
ამ ეტაპზე თემურ სალუქვაძე არ აკონკრეტებს თუ რა თანამდებობაზე დაინიშნება თბილისში. ის გვპირდება, რომ როგორც კი ამას ოფიციალური სახე მიეცემა, აუცილებლად შეგვატყობინებს და ამბობს, რომ კოალიციაში არანაირი დაპირისპირება არ არის.