დეპუტატს ხვალ გამგებელთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა ლელა იმედაშვილი თანამდებობიდან მშვიდობიანად წასვლას. ჭკუასელი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებენ. დეპუტატი ამბობს, რომ საკუთარ უფლება-მოვალეობებში ჯერ კარგად არ გარკვეულა, თუმცა, აღნიშნავს, რომ უპირველესი მოვალეობა მის გუნდთან ერთად დაპირებების შესრულებაა. "გურია ნიუსთან" ჭკუასელი გამგებლის კანდიდატურებზე საუბრობს და აზუსტებს, რომ კოალიციის ჩოხატაურის შტაბში ამ პოსტზე ორი კადრი _ თამაზ ჯინჭარაძე და ირაკლი ახობაძე მოიაზრებიან. ჭკუასელი ჯინჭარაძეს დადებითად ახასიათებს და ახობაძეზე კომენტარს არ აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატის ფავორიტი თამაზ ჯინჭარაძეა. გარდა ამისა, ჭკუასელი ბიუროს ახალი კადრებითაც აკომპლექტებს და აღნიშნავს, რომ ბიუროს ხელმძღვანელად ვიტალი ტყეშელიაძის დანიშვნა უნდა, რომელიც შევარდნაძის მთავრობაში ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე იყო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved