მათან ერთად “გურია ნიუსის” წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
როდესაც ფოტო და ვიდეო გადაღები დასრულდა, იმ ტერიტორიაზე, სადაც დიდი მოცულობის სამუშაო არის შესრულებელი და პირველი კადრები გადავიღეთ, “პიკაპით” სამი პიროვნება გამოგვყვა, რომლებმაც აგრესეულობით გამოირჩეოდნენ და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს.
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მანქანას მართავდა, რუსულ ენაზე გვესაუბრებოდა. როგორც შემდეგ გავიგეთ, იგი თურქეთის მოქალაქე სალი იბრაგიმ კიზილაია, რომელმაც გაგვიცხადა: “ჩემს ტერიტორიაზე ხართ და საჩქაროდ დაგვტოვეთ. ორი დღეა უნებართვოდ გადააგილდებით!”
თურქ მოქალაქეს აგრესიულობაში არც მისი ორი თანმხლები ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვკითხეთ, ვინ იყვნენ თავად ისინი და რატომ გვიშლიდნენ ტერიტორიაზე გადაადგილებას, პასუხი ვერ მივიღეთ.
იმ ტერიტორიაზე, სადაც ორი დღის განმავლობაში ვიყავით, არსად არ იყო აბრა, რომ უცხო პირთა შესვლა იქ აკრძალული იყო ან რატომ უნდა იყოს აკრძალული, არც ეს აუხსნია ვინმეს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 29 სექტემბერს, “ბახვი 3 ჰესის”-ის მთავარი სამანქანე დანადგარების შენობა გაანადგურდა. როგორც ვწერდით, მთა მოწყდა და შენობა თავიდან ასაშენებელი გახდა.