რა შეხვედრები შედგა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამის შესახებ განცხადებაში არაფერია ნათქვამი. თუმცა, დეტალურადაა აღწერილი უგულავას და ფუქსას შეხვედრა.
“გიგი უგულავამ რომში ყოფნისას ისარგებლა შემთხვევით და ცნობილ იტალიელ არქიტექტორ მასიმილიანო ფუქსასს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორი პროექტის, იუსტიციის სახლისა და მუსიკალური ცენტრის ავტორია. მასიმილიანო ფუქსასი შეშფოთებულია ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციით და მზადყოფნას გამოთქვავს პროექტის დასაცავად და მხარდასაჭერად, მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორების მობილიზაცია მოახდინოს და თავადაც ჩამოვიდეს საქართველოში. თბილისის მერმა არქიტექტორი დაამშვიდა და მასთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად მუქარისა იმედოვნებს, მსგავსი ვანდალიზმი არ განხორციელდება,” _ ნათქვამია განცხადებაში.