https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საერთო სასამართლოების თავმჯდომარე ორმილიონიან დანაკლისზე განცხადებას “ფეისბუქით” აკეთებს

7:11; 18.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართალია “გურია ნიუსს” განცხადებაში არ მოიხსენიებს, მაგრამ ფაქტები და რესპოდენტი, რომელზედაც ის საუბრობს, სწორედ ჩვენს სტატიაშია მოყვანილი.

“ბევრი ვფიქრე სოსო საერთოდ მეპასუხა თუ არა შენთვის, მაგრამ გადავწყვიტე ერთი კითხვა დამესვა. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ მე არ მაქვს ის სპეციალობა, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს ადამიანის საქციელს, ან მოქმედებას.

ახლა კითხვა: ორწლინახევრის წინ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შემოწმების პერიოდში, შენ კონტროლის პალატის მამოწმებელი ჯგუფის აუდიტორი, შემოწმების დროს, რატომ ამოხვედი ჩემთან (იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელთან რომელსაც ამოწმებ) სახლში? რა იყო მიზანი და რა თემებით ამოხვედი ?

ვხვდები, რომ ძნელი იქნება დღეს შენთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ რაღაც პერიოდი, აქ ფეისბუქში, მაინც დაველოდები შენ პასუხს.

რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომელიც შენ გააკეთე: ძალიან კარგად იცი, რომ შემოწმების პერიოდში არანაირი ორმილიონიანი დანაკლისი არ აღმოჩენილია. არაერთხელ გითქვამს ეგ შენ ჩემთვის. ელემენტარულად, მაგ შემთხვევაში შემოწმების პროცესშივე სხვა ტიპის პროცედურები უნდა დაწყებულიყო თქვენი მხრიდან და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, არცერთი ძალოვანი სტრუქტურა მე გარეთ არ დამტოვებდა. გაიხსენე ისიც, რომ სხვა საკითხზე და გაცილებით ნაკლებ თანხაზე შემოწმების პერიოდშივე გადაგზავნილი იყო თქვენგან მასალები პროკურატურაში.

რაც შეეხება ჩემი ორგანიზაციის შემოწმებას, იცი შენ, რომ ნებისმიერი შემოწმება ძალიან ბევრ წინა პროცედურებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვიფიქრე ასე, შენი და ჩემი კვალიფიკაცია სრულიად ეყოფა მაგ საქმეს. არც ვადებით ვიქნებით შეზღუდული და არც ხელმძღვანელობის ზეწოლა იქნება. ავიღოთ ნებისმიერი პერიოდი დეპარტამენტში ჩემი მუშაობის, თუ გინდა მთლიანი 6 წელი და გავიაროთ. პირობას გაძლევ ყველა აღმოჩენილი დარღვევის დოკუმენტს დაგიქსეროქსებ და გაგატან. წაიღე თუ გინდა ჟურნალისტებთან, თუ გინდა მაკონტროლებელთან. შენგან განსხვავებით, მე აზრს უმიზეზოდ არ ვიცვლი და პოლიტიკური ტალღების ქვეშ ცურვა არ მიყვარს.

ჯერ კიდევ პატივისცემით,

დიმა გეგელია

P.შ. კითხვაზე პასუხს ველოდები

შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიაში კონტროლის პალატის ყოფილი აუდიტორი, სოსო ჩიქობავა, რომელიც პირადად იღებდა მონაწილეობას საერთო სასამართლოების აუდიტში აცხადებდა, რომ მათ მიერ აღმოჩენილი დანაკლისი საერთო სასამართლოებში, 2 მილიონზე მეტი იყო.

სოსო ჩიქობავა: “აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტორთა ჯგუფმა დაადგინა სასაწყობო მეურნეობაში დიდი ოდენობით დანაკლისის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სააღრიცხვო მონაცემებსა (საბუღალტრო დოკუმენტაცია) და ფაქტობრივ მონაცემებს (ადგილზე, საწყობში არსებული ფასეულობები) შორის სხვაობა შეადგენდა 2 335 212 ლარს.

აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი შეეცადა ფაქტის მიჩქმალვას, რაც იმაში გამოიხატა, რომ აუდიტორთა ჯგუფს წარუდგინეს სრულიად განსხვავებული ბუღალტრული დოკუმენტაცია, რაც არ იქნა მიღებული.”

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამის შემდეგ, უკვე გადასწორებული დოკუმენტაცია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა წერილობით გაუგზავნა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც წერილი გადააწერა მის ქვემდგომ მოხელეებს და საბოლოოდ, გადაეცა აუდიტორთა ჯგუფს, რომელთაც კვლავ არ გაიზიარეს ეს გასწორებული დოკუმენტაცია და ფაქტი ასახეს აუდიტის დასკვნაში; თან აქტშივე მიუთითეს, რომ ისინი ვერ გაიზიარებდნენ ასეთ მასალებს.

“გურია ნიუსი” საერთო სასამართლოების აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელს, გია ტუხაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის სწორედ ამ საქმის გამო გამოუშვეს კონტროლის პალატიდან.

გია ტუხიაშვილი: “შემოწმებისას, ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ, მაგრამ ძირითადი ის იყო, რომ დაახლოებით 3 მილიონის დოკუმენტები გაქრა, დაფიქსირდა დანაკლისი. საწყობში ჰყავდათ ადამიანი, რომელიც სასაქონლო ზედნადებს წერდა ერთ ეკზემპლარად. საქონლის შეძენა ფიქსირდებოდა, მაგრამ გაცემა – აღარ. რომელ სასამართლოში რა ინვენტარი დადეს, არსად ფიქსირდებოდა, არც ინვენტარიზაცია ჩაუტარებიათ.

ამ სამი მილიონის ჩამოწერა მოინდომეს ერთ დღეს; მერე რა ქნეს, ეს აღარ ვიცი, გამომიშვეს სამსახურიდან. მე არ დამისრულებია ამ აუდიტზე მუშაობა. ერთ მშვენიერ დღეს, დამიბარეს და მითხრეს, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო. ასე შემომითვალა ბეჟაშვილმა თავისი მოადგილის, თარხნიშვილის პირით…”

“გურია ნიუსის” კითხვაზე, იყო თუ არა მასზე რაიმე ზეწოლა მუშაობის პერიოდში, გია ტუხაშვილმა განაცხადა:

_ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსი, დიმიტრი გეგელია მეუბნებოდა, ტყუილად იკლავ თავს, მაგ საქმიდან არაფერი შედეგი არ იქნება, კუბლაშვილთან ყველაფერი მოგვარებულია და რა აქტიც არ უნდა დადო, არავინ დაისჯებაო.

რაც შეეხება დიმიტრი გეგელიას პასუხს “ფეისბუქზე”, სოსო ჩიქობავა მის განცხადებას ასე პასუხობს:

_ კარგად მახსოვს ეს შეხვედრა და ვიცი, შენც კარგად გახსოვს. საკმაოდ დაბნეული და აღელვებულიც ვიყავი იმის გამო, რაც დაემართა ჩვენს აუდიტორს, ბეჟაშვილის და “შეფს” რომ უწოდებდი იმ ადამიანის, პირში ეფერე და ზურგს უკან მოთხარეს პრინციპით ურთიერთობების გამო. “რას გვერჩიან ერთი ან მეორე რიგით აუდიტორებს” აი, ეს იყო თემა, თუ თემები, როგორც გინდა ისე დაარქვი. ეს განმარტებები უცხო მკითხველისათვის გავაკეთე, თორემ შენ ჩემზე უკეთ გახსოვს… არც ისე სულელი ვარ ვერ ვხვდებოდე, რატომ დასვი საერთოდ ეს შეკითხვა… და შენ სერიოზულად ფიქრობ, რომ ამ აქცენტებით ჩემზე გააჩენ ეჭვს და ამით ძირითად თემას ააცილებ სიმწვავეს????? შენც ხომ იცი, ამ თამაშში მე ერთი პაიკი ვიყავი… შენგან და ბეჟაშვილისგან განსხვავებით!!!!

გაცილებით ნაკლებ თანხაზე მართლაც გადაიგზავნა პროკურატურაში ცნობა და მასალები, რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის პროცესში გამოიკვეთა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იქ კრიმინალის ნიშნები ეხებოდა არა სასამართლოს სისტემას, ან მის თანამშრომლებს, არამედ კონკრეტულ მოწვეულ ექსპერტებს, პიროვნებებს რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებებით იყვნენ მოწვეული და წერდნენ სხვადასხვა სახის დასკვნებს. სწორედ მათ მიერ ხელოვნურად გაბერილი თანხების გამო გამოიკვეთა კრიმინალი. მე არც პროკურორი ვარ და არც ადვოკატი და ვერავის წინასწარ ვერ შევამზადებდი.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იმ დროს შევამოწმე სხვებთან ერთად როცა აუდიტორი ვიყავი და დასკვნაც არსებობს, რომელიც ვიღაცის უჯრაში ინახება და ეჭვიც არ მეპარება შენ და „შეფს“ წაკითხულიც გაქვთ. თუ ჩვენ ასეთი არაკვალიფიციურები ვიყავით, რატომ არ გააუქმა აქტი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ? ღიად რატომ არ დასვა „ცუდი“ აუდიტორების პასუხისმგებლობის საკითხი? რატომ ინახავს 2 წელზე მეტია? მაშინვე რატომ არ დანიშნა ხელახალი შემოწმება? რატომ არ გარისკა ბეჟაშვილმა და შენი დეპარტამენტიდან მის სახელზე გადმოგზავნილი ინვენტარიზაციის მასალები თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არ გადმოგვაწერა როგორც აუცილებლად სახელმძღვანელო და მისაღები? იმიტომ ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი, რომ როგორც შენ მწერ – „სხვა ტიპის პროცედურები არ დაწყებულიყო“ ახლა ამოწმოს ვისაც უნდა, ეგ ჩემი საქმე 2010 წელს იყო. მგონი აპირებენ კიდეც დღევანდელი სახელმწიფო აუდიტორები. ისე ძალიან მიკვირს, რომ მწერ „გარეთ არავინ დამტოვებდაო“ იმ პერიოდიდან რაც ჩვენ მასალა დავდეთ, როგორც მე მახსოვს დარღვევები შენი ხემძღვანელობის პერიოდს ნაკლებად ეხება და თუ ვინმე დამნაშავეა და პასუხს აგებს, ასე რატომ გაღელვებს? იქნებ ეს ყველაფერი „შეფს“ და ბეჟაშვილს აღელვებს და ამიტომაც შენც თავს არ ზოგავ?

ისე ცნობისთვის, აზრები არ შემიცვლია. ადრე რა აზრებსაც გამოვთქვამდი იმ აზრებს გამოვთქვამ დღესაც. შეიცვალა რეალობა: ადრე, ჩემი აზრები კონტროლის პალატის თავჯდომარის გადამტერებად დამიჯდა, ახლა იგივე აზრები, აწ უკვე ყოფილ კონტროლის პალატის თავჯდომარეს რად დაუჯდება, ამას მომავალი აჩვენებს. არ მიკვირს შენი წერილის რაღაცნაირი, კითხვებდასმული, თუ მუქარანარევი, ტონი თუ მანერა. მაგ ტონით და მანერით საუბრობენ დღესაც, აწ უკვე ყოფილნი „ძლიერნი ამა ქვეყნისა“.

მე სხვას არაფერს მოგწერ. არც კი ვიცი საერთოდ თუ ჰქონდა აზრი, რომ მეპასუხა, _ წერს სოსო ჩიქობავა.

“გურია ნიუსი” უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მეშვეობით, დიმიტრი გეგელიას, საერთო სასამართლოების თემაზე მუშაობის პერიოდშივე დაუკავშირდა და მაშინ ის ძალიან მოკლე პასუხით შემოიფარგლა.

კითხვაზე, _ გაეცნო თუ არა საერთო სასამართლოების დეპარტამენტი აუდიტის დასკვნას და იქნა თუ არა აღმოფხვრილი ის შენიშვნები, რაც მათ მიმართ ჰქონდათ, _ გეგელიას პასუხი ასეთი იყო:

_ დასკვნა არ არსებობს, იყო მხოლოდ რაღაც დრაფტი, რომელიც თვითონ შეცვალეს და თვითონვე წაიღეს. ხელი არ მოაწერეს და თვითონვე გაითხოვეს უკან.

ეს “ხელმოუწერელი დრაფტი”, სავარაუდოდ, სწორედ ის გადასწორებული დოკუმენტაცია უნდა იყოს, რომელსაც აუდიტორთა ჯგუფმა ხელი არ მოაწერა და რასაც შეეწირა კიდეც მათი თანამდებობები.

“გურია ნიუსმა” მოთხოვნით, გადმოეცათ ჩვენთვის საერთო სასამართლოების აუდიტის დასკვნა, კონტროლის პალატას ჯერ კიდევ 2011 წლის 19 დეკემბერს მიმართა.

კონტროლის პალატის პასუხში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბოტკოველი აწერს, ვკითხულობთ: “კონტროლის პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ჩატარებული აუდიტის მასალები რეალიზაციის პროცესშია…”

არადა, საერთო სასამართლოების აუდიტის ჩატარებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2010 წლის 30 აგვისტოს. შესაბამისად, აქტიც ამ დროს უნდა შედგენილიყო და ხელმოწერილიყო აუდიტორების მიერ. რის შემდეგაც, გასაცნობად გადასცემოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს.

სად არის 2 335 212 ლარი და რამდენი “დაიზოგა” რეფორმირებული სასამართლოს ფასადებში, ამას, ალბათ, სათანადო ორგანოები დაადგენენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს

09:58; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

09:55; 18 თებერვალი, 2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17 თებერვალი, 2026

თენგიზ გუნავას 10 000 ლარად უშვებენ

გიგი უგულავა: "სასამართლომ და მოსამართლემ ვერ გაუძლეს ზეწოლას"

ყველა სიახლე

ზაფრანი

დიპლომატიის ნიჭით გამორჩეული ადამიანები

10:12; 18.02.2026
ზაფრანი

ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშნები   

10:09; 18.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი _ საქართველოში ამინდი გაუარესდება

10:05; 18.02.2026
სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს

9:58; 18.02.2026
სამართალი

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

9:55; 18.02.2026
საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო