პრემიერ მინისტრმა “გურია ნიუსის” რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.
_ ბატონო ბიძინა, როდის წარუდგენთ საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ და დეტალურ გეგმას?
_ ეკონომიკური განვითარების დეტალები, ალბათ, ცალკეული პროექტების სახით არის. მთლიანი გეგმა, კრეატიული ჯგუფის სახით, რაც მე ვთქვი, ჩამოყალიბდება და ამისთვის ცალკე არსებობს ეკონომიკის სამინისტრო. სტრატეგია მაკროდონეზე თუ ცალკეული რეგიონები როგორ უნდა განვითარდეს, მართალი გითხრათ ასეთი გეგმა არ მაქვს. როდესაც მოვედი, პირველივე კვირას ჩამოვაყალიბე საქართველოს სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი. სადაც მეცნიერები აგრძელებენ მუშაობას. მათგან ვღებულობთ კონსულტაციებს… სხვათაშორის, ერთი პროექტი დაიდოს ყველაზე, ასე გლობალურად დავდებ თუ არა ასეთ გეგმას, არც კი გადამიხედავს, მაგრამ ვმუშაობთ. შეიძლება დავდოთ კიდეც.
_ როგორია პრემიერ მინისტრის რეგიონის და თვითმმართველობის განვითარების გეგმა?
_ თვითმმართველობაზე ორი ჯგუფი მუშაობს. ერთი _ ეკონომიკური ჯგუფი მუშაობს საშემსრულებლო ხელისუფლებიდან. ეკონომიკის მინისტრს დავალებული აქვს. ძალიან მაინტერესებს სწრაფად დაიწყოს ამ საფეხურების გავლა. ამის დიდი იმედი მაქვს. ჩვენთვის საზოგადოების განვითარება აუცილებელია, ამაში კი ადგილობრივ თვითმმართველობას გადამწყვეტი როლი აკისრია. საკანონმდებლო ორგანო ცალკე მუშაობს კანონზე. ეს ჯგუფები ორმხრივად ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან. უახლოეს დროში, დრო რაც სჭირდება ტექნიკურად, ფორმალურად, კანონმდებლობითი, მხოლოდ მინიმუმი დაიხარჯება და ამას ძალიან სწრაფად გავახორციელებთ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, შემცირდება თუ არა საქართველოში მიწის გადასახადი და გეგმავთ თუ არა ამ კუთხით რეფორმას, პრემიერ მინისტრს პასუხი არ გაუცია.