“გვიან ღამით 7 პატიმარი გაათავისუფლეს. ახლა არ ვიცი სახლები და გვარები. არც ის ვიცი, არიან თუ არა მათ შორის 21 მაისს დაკავებულები, თუმცა, თუ მათი განთავისუფლება მოხდებოდა, აუცილებლად დამირეკავდნენ,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბარში ჩარკვიანი.
ბათუმის მე-3 საპყრობილეში 2011 წლის 21 მაისს დაკავებული ორი პატიმარი _ მუხაშავრია და ფარტენაძე იხდიან სასჯელს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დღეს ქვეყნის მასშტაბით 519 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგან 115 გათავისუფლდა.
შეწყალების კომისია 19 ნოემბერს შეიკრიბა და პრეზიდენტს შესაწყალებლად ათასკაციანი სია გაუგზავნა.
სააკაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 238 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგანაც 169-ს გათავისუფლება შეეხო, ხოლო 69-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისია წელიწადში ოთხჯერ იკრიბება.