ერთი კვირაა მხარის სამივე მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია, რომელმაც “ძალები~ 25 თებერვალს მოიკრიბა და 26 თებერვალს ზარალიც გამოიწვია _ ჩოხატაურში მოთხარა რამდენიმე ძირი ნაძვი და დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რამდენიმე სახლს კი სახურავი ახადა.
26 თებერვალს, შუადღით, არ იცოდნენ ზარალის რაოდენობის შესახებ ოზურგეთსა და ლანჩხუთში, თუმცა, როგორც ოფიციალური პირები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ქარისგან ზარალის დათვლა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ქარი ჩადგება. ზარალის ოდენობა არც ჩოხატაურშიც იცოდნენ.
26 თებერვალს გურიაში ძლიერი ქარი ქროდა, რომლის სიჩქარე ჩოხატაურსა და ოზურგეთში საათში 29 კილომეტრს შეადგენდა, ლანჩხუთში კი _ 33 კილომეტრს საათში.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ჩოხატაურში და ოზურგეთში 13 გრადუსი სითბო იყო, ლანჩხუთში კი _ 14.
26 თებერვალს გურიას არც ელექტროენერგია მიეწოდება. როგორც ენერგო პრო ჯორჯიაში გვითხრეს, დასავლეთ საქართველოს დენის გადამცემი ხაზებია დაზიანებული და სპეციალისტები აღსადგენად მუშაობენ.