https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ არის ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და გირაოშეფარდებული ივანე პეტრიაშვილი?

16:11; 24.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მისმა დაკავებამ ძალიან ჩუმად ჩაიარა, ყოველგვარი რეზონანსის გარეშე. ისე ჩუმად, რომ სამი დღის განმავლობაში პროკურატურის პრესსამსახურმა, ჩვენი განუწყვეტელი ზარების მიუხედავად, ისიც კი ვერ დაადგინა, ნამდვილად იყო ასეთი ჩინოვნიკი დაკავებული თუ არა. ჩვენი ინტერესი ივანე პეტრიაშვილის იმ საქმიანობიდან გამომდინარე იყო, რის შესახებაც არაერთგზის დაგვიწერია და კიდევ ბევრი გვაქვს დასაწერი. ის, რისი გარკვევაც “გურია ნიუსისთვის” ვერ მოხერხდა სამი დღის განმავლობაში, დღეს ხელმისაწვდომი გახდა სხვა მედიასაშუალებებისთვის. სამდღიანი განუწყვეტელი ზარების შემდეგ (ინფორმაციის გადამოწმების მიზნით), ტელევიზიებით შევიტყვეთ, რომ ივანე პეტრიაშვილი არა თუ დააკავეს, აღმკვეთი ღონისძიებაც კი შეუფარდეს. ეს ისე, პრესსამსახურის მიდგომებთან დაკავშირებით…

რაც შეეხება ივანე პეტრიაშვილს, ის სულაც არ არის ისეთი უბრალო, როგორც შორიდან ჩანს.

ლევან ბეჟაშვილის მეგობარ ივანე პეტრიაშვილს მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა და სხვადასხვა მიმართულებით. მისი მთავარი მისია კი, წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ შემომწირველების დაჯარიმება და პარალელურ რეჟიმში, ლევან ბეჟაშვილის საქმეების მოგვარება გახლდათ.

როგორც ჩანს, ამიტომაც გამოცხადდა დღეს ლევან ბეჟაშვილი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ივანე პეტრიაშვილის მხარდასაჭერად. არის სხვა ვერსიაც, რაიმე ისეთი არ ეთქვა პეტრიაშვილს, რაც,  ბეჟაშვილს სერიოზული თავსატეხს გაუჩენდა.

დილით _ კონტროლის პალატის თანამშრომელი, შუადღისას _ ცესკო-ს ტრენერი, საღამოს _ ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და საქმეების მომგვარებელი ივანე პეტრიაშვილი სიღნაღში და არა მხოლოდ სიღნაღში, არაერთ სკანდალურ საქმეში დაფიქსირდა.

“შემაჯამებელი ოქმები ინახებოდა ჩვენთან. დაირეკა კომისიის თავმჯდომარესთან. თავმჯდომარემ გამიყვანა გარეთ. მითხრა, ესეთი დავალებაა, დაიხიოს შემაჯამებელი ოქმებიო. მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში არ დაიხევა შემაჯამებელი ოქმები-თქო,” _  ასეთ განცხადებას აკეთებდა ვაქირის N5 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, რომელმაც შემაჯამებელი ოქმების ქსეროასლები შეინახა.

ნამდვილი ოქმების ნაცვლად, ახალი დაიწერა. მოწმეების ჩვენებით, რომლებმაც ამოიცნეს და დაადასტურეს ის შემაჯამებელი ოქმი, რომელზეც საკუთარი რეალური ხელმოწერა აქვთ დაფიქსირებული, მთელ ამ ისტორიას, სწორედ სიღნაღის რაიონის მე-13 საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტები ივანე პეტრიაშვილი და გიორგი კუპრეიშვილი ხლმძღვანელობდნენ.

სწორედ ამ ფაქტსის გამო დააკავეს ივანე პეტრიაშვილი, რომელსაც სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გამოძიებამ პეტრიაშვილს ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ სიღნაღის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბნის შემაჯამებელი ომის გაყალბებას ედავება. პეტრიაშვილის იმ დროისათვის სიღნაღის ოლქში ცესკო-ს წარმომადგენელი იყო.

ადვოკატების თქმით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ივანე პეტრიაშვილი_ ცესკო-ს ტერენერი და “ქართული ოცნების” შემომწირველების “რისხვა”

წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საოლქო-საარჩევნო კომისიების იურისტებისთვის, ტრენინგები იმართებოდა. ამ მისიას, ცესკოსთან არსებული ტრენინგების ცენტრი ახორციელებდა, რომლის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი გახლავთ. ტრენერების შერჩევა კონკურსის წესით ხდებოდა. “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში, ცესკოსთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამაც იყო ჩართული.

ამავე პერიოდში, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ტრენერების საკმაოდ დიდი ნაწილი კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა, რომლებიც, ძირითადად, იურისტები იყვნენ. კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ნატო ზაალიშვილი გახლავთ, რომელიც ნათია მოგელაძესთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნების” შემომწირველთა დაჯარიმების საქმეში.

ნატო ზაალიშვილის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც შემომწირველების სასამართლო პროცესზე კონტროლის პალატის ინტერესებს იცავდა. დარღვევები, რომლითაც აღნიშნული პროცესები მიმდინარეობდა, ყველანაირ ზღვრულ ნორმას აჭარბებდა.

“ქართული ოცნების” შემომწირველების სასამართლო პროცესიდან გამოსული პეტრიაშვილი, უცებ, ტრენერად იქცა და რაც მთავარია, “შემთხვევით” იმ რაიონში აღმოჩნდა, სადაც თავისი ზემდგომი, ლევან ბეჟაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრიდა.

სწორედ პეტრიაშვილი ფიქსირდებოდა ინფო-9 ის მიერ გახმაურებულ ფაქტში, სადაც საუბარი იყო იმაზე, როგორ შევიდა ცესკოს წარმომადგენელი ივანე პეტრიაშვილი “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილთან ერთად სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მეორე დღეს, სიღნაღის საოლქო -საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” სარჩელი უნდა განეხილა.

ამ საინტერესო “დამთხვევების” გასარკვევად, “გურია ნიუსი” ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია ზაალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ივანე პეტრიაშვილი ტრენერის რანგში 6 აგვისტოდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იყო.

_ ივანე პეტრიაშვილს თქვენთან CV შემოტანილს აქვს, ალბათ…

_ ხო, კი.

_ ჩვენი ინფორმაციით, ეს ის ივანე პეტრიაშვილია, რომელიც კონტროლის პალატის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილეა.

_ მერე?

_ ასეა?

_ არ ვიცი CV-ში არ უწერია. კონკურსი როცა ჩატარდა, ჩვენთვის პრიორიტეტი სხვა რამე იყო, კვალიფიკაცია, იურიდიული განათლება და საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა. მოგეხსენებათ, საჯარო მოხელეებს არ ეკრძალებათ პედაგოგიური საქმიანობა… რაც შეეხება იმას, სად მუშაობს ის, ამ სახის პირადი ინფორმაციის მოთხოვნა ჩვენთვის უფლებამოსილების გადამეტებაც კი იქნებოდა… მე მგონი, თქვენ შეგეძლოთ კიდეც, გაგერკვიათ ან კონტროლის პალატაში, ან პირადად მასთან.

მაშინ, როდესაც ტრენინგ ცენტრის უფროსი თავგამოდებით იცავდა ივანე პეტრიაშვილს და გვიმტკიცებდა, რომ მასზე არანაირი საჩივარი არ შეუტანიათ და ჭორებზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ნათია ზაალიშვილი თავისი დის მოადგილეზე საუბრობდა.

ინტერვიუდან რამდენიმე ხანში დავადგინეთ, რომ კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე ნატო ზაალიშვილი და ცესკოს ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ტყუპები არიან და (ერთნაირი ვარცხნილობის შემთხვევაში) “გაჭრილი ვაშლივით” გვანან ერთმანეთს.

ტრენინგ ცენტრის უფროსი სამუშაო ბიოგრაფიას პერსონალურ ინფორმაციას რომ უწოდებს, ერთია და მეორე ისაა, რომ თურმე მან, საკუთარი დის მოადგილე ისე მიიღო ტრენერად, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო…

ამ ინფორმაციის გარკვევის შემდეგ, “გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა ნათია ზაალიშვილს:

_ ქალბატონო ნათია, რამდენიმე წუთის წინ გვითხარით, თუ რამე დაგვაინტერესებდა, შეგვეძლო გადმოგვერეკა…

_ დიახ, დიახ, რა თქმა უნდა…

_ გვაინტერესებს, თქვენი დის, ნატო ზაალიშვილის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი ტრენერად რომ მიიღეთ, არ იცოდით ვინ იყო?

_ (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) უნდა ვიცნობდე, თამუნა?

_ ალბათ… ივანე პეტრიაშვილი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი კონტროლის პალატიდან თქვენს მიერ მივლინებული ტრენერები იყვნენ და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო?

_ ძალიან მარტივი კითხვა მაქვს – უნდა ვიცნობდე?

_ მეც მარტივი კითხვა მაქვს: ეს ამბავი არაფერ კავშირშია თქვენი დის საქმიანობასთან?

_ არა, არ არის. კონტროლის პალატის საქმიანობა სულ სხვა რამეა და ტრენერობა _ სულ სხვა, კანონიდან გამომდინარე…

ივანე პეტრიაშვილი _ კონტროლის პალატის თანამშრომელი “ზრდილობიანი” ტონით

ტრენერი ივანე პეტრიაშვილი და კონტროლის პალატის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე ერთი და იგივე პიროვნება რომ იყო, ამას არც კონტროლის პალატაში უარყოფდნენ. არჩევნების დასრულების შემდეგ, პეტრიაშვილმა იქ მუშაობა ჩვეულებრივ განაგრძო. ყოველ შემთხვევაში, ოქტომბრის ბოლოს ნამდვილად ასე იყო.

ზუსტად ამპერიდში, “გურია ნიუსმა” კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსს, ფატი მამიაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა:

_ ქალბატონო ფატი, კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ივანე პეტრიაშვილის სახელზე წერილის შემოტანა გვინდა, როგორც ვიცით, ის ცესკოს ტრენერი იყო და დაბრუნდა თუ არა შვებულებიდან?

_ უკვე ჩვეულებრივად მუშაობს, წერილის შემოტანა თუ გინდათ, მობრძანდით და კანცელარიაში ჩააბარეთ.

რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ პეტრიაშვილი კუთვნილ კაბინეტს დაუბრინდა და როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, კუთვნილი პრემიაც მიიღო.

ივანე პეტრიაშვილთან კომენტარი 16 ოქტომბერს ჩავწერეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ…

_ გამარჯობათ, ბატონო ივანე, “გურია ნიუსიდან” გაწუხებთ ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე. თქვენ ცესკოს წარმომადგენელი ბრძანდებოდით სიღნაღში, ხომ ასეა?

_ მე ვერ დავრწმუნდები, რომ ჟურნალისტს ველაპარაკები და არა სხვა გაურკვეველი წარმოშობის ანგარიჟებულ ადამიანს; ამიტომ, თქვენთან საუბარს დავასრულებ.

_ და როგორ დავამტკიცო, რომ ჟურნალისტი ვარ, შემხვდებით?

_ მე გელაპარაკებით ჯერ იმაზე, გავაგრძელო თუ არა საუბარი და თქვენ მისვამთ იმ კითხვებს, რაც თქვენ გაინტერესებთ, ეს არ არის პროფესიონალური ტაქტი, ამიტომ მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ თქვენ საერთოდ ჟურნალისტი ბრძანდებით, არაპროფესიონალურ კითხვებს სვამთ. მშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ!

“პროფესიონალმა” ივანე პეტრიაშვილმა ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ მისთვის კითხვა საერთოდ არ დაგვისვამს.

ასე “პროფესიონალურად” დაგვემშვიდობა ივანე პეტრიაშვილი, რომელსაც “გურია ნიუსის” სახელის ხსენებამ, ეტყობა, უახლესი წარსული და სასამართლოსთან დაკავშირებული მომავალი გაახსენა… ივანე პეტრიაშვილთან ჩვენ ჯერ კიდევ მოგელაძის „ზენიტში ყოფნის“ დროინდელი ურთიერთობა გვაკავშირებს, რომელსაც ახლა სასამართლოში ვაგრძელებთ.

“გურია ნიუსის” მიერ ლევან ბეჟაშვილის სახელზე შეტანილ საჩივარს, მოგელაძის თანამშრომლების ვინაობის და ხელფასების მოთხოვნით, კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი იხილავდა. მოხდა უპრეცედენტო რამ: პეტრიაშვილმა განხილული საჩივარიც კი გაასაიდუმლოვა და გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხიც. ამჯერად, საქალაქო სასამართლოს, მეტად უცნაური საქმის განხილვა უხდება “გურია ნიუსის” სასარჩელო მოთხოვნით _ დაევალოს საქართველოს აუდიტის სამსახურს 2012 წლის 25 მაისს განხილული საჩივრის შედეგის გადმოცემა. არადა, განხილულ საჩივარზე რაიმე სახის შედეგი რომ უნდა დადგეს და განმხილველმა ის რომ არ უნდა გაასაიდუმლოვოს, პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის. ეს მაშინ, როცა ნათია ზაალიშვილი გვიმტკიცებდა, რომ პეტრიაშვილი მაღალი კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩა.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16 თებერვალი, 2026

გიორგი, გეგი, შოთა, მასიმილიანო _ პროკურატურიდან ყველა გზა გიგი უგულავასკენ მიდის?

ოქრუაშვილის საქმე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ “კავკასიას” მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო” – ჯანგირაშვილი

19:55; 16.02.2026
საზოგადოება

„შენი თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ, რა ფასად მოიპოვება თავისუფლება“

19:23; 16.02.2026
პოლიტიკა

სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა იქნება საჭირო – ვის უნდა მიმართოთ

18:34; 16.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:46; 16.02.2026
საზოგადოება

ვის გადასცემს “ფორმულას” წილს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი

17:25; 16.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:20; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარს ქალი ემსხვერპლა

16:54; 16.02.2026
ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო